1. Home
  2. TOP სიახლე
  3.  საქართველოში არსებული ვითარება ევროკავშირისა და აშშ-ის უსამართლო პოლიტიკის შედეგია, ვფიქრობ, ევროპარლამენტმა და ევროკომისიამ უნდა დაიწყონ რაციონალური დიალოგი საქართველოს მთავრობასთან -ბრანისლავ ონდრუში
 საქართველოში არსებული ვითარება ევროკავშირისა და აშშ-ის უსამართლო პოლიტიკის შედეგია, ვფიქრობ, ევროპარლამენტმა და ევროკომისიამ უნდა დაიწყონ რაციონალური დიალოგი საქართველოს მთავრობასთან -ბრანისლავ ონდრუში

 საქართველოში არსებული ვითარება ევროკავშირისა და აშშ-ის უსამართლო პოლიტიკის შედეგია, ვფიქრობ, ევროპარლამენტმა და ევროკომისიამ უნდა დაიწყონ რაციონალური დიალოგი საქართველოს მთავრობასთან -ბრანისლავ ონდრუში

322
0

საქართველოში არსებული ვითარება ევროკავშირის, აშშ-ისა და დასავლური ქვეყნების უსამართლო პოლიტიკის შედეგია. საქართველოს სჯიან იმის გამო, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ შეუერთდა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ბრანისლავ ონდრუშმა ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით რეალობას უგულებელყოფს.

„საქართველო 20 წლის განმავლობაში ოკუპირებული ქვეყანაა. ევროკავშირს არასდროს უპასუხია რუსეთისთვის სანქციებით საქართველოს ოკუპაციის გამო. პირიქით, ევროკავშირმა განავითარა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთთან. საქართველო არ არის ნატო-ს წევრი, ევროკავშირი არ სთავაზობს საქართველოს უსაფრთხოების გარანტიებს. ევროკავშირი არ არის იმ პოზიციაში, რომ აუნაზღაუროს საქართველოს ნეგატიური შედეგები, რომლებიც წარმოიქმნება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით. სიგიჟეა საქართველოს მთავრობის დასჯა იმის გამო, რომ მათ სურთ ბალანსის შენარჩუნება რუსეთთან ურთიერთობებში, რათა ქართველები სოციალური კატასტროფის წინაშე არ დადგნენ. ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტმა და ევროკომისიამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ რაციონალური დიალოგი საქართველოს მთავრობასთან“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ბრანისლავ ონდრუშმა.