1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ერთადერთი გამოსავალი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები – ანა წითლიძე
ერთადერთი გამოსავალი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები – ანა წითლიძე

ერთადერთი გამოსავალი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები – ანა წითლიძე

296
0

დღეს პრობლემა არის ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მმართველობა, დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა, ოლიგარქიული რეჟიმი, დიქტატორისკენ სწრაფვა, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

„ჩვენ ვიცით, როგორიც არის ივანიშვილის სტილი, მას ეხერხება რაღაც პრობლემა შექმნას, შემდეგ ამ პრობლემის მოგვარებაზე ივაჭროს უფრო დიდი პრობლემის გადასაწყვეტად თავისთვის, ამიტომ მცდელობა, რომ დღეს ის პრობლემები, რაც ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის გზაზე აქვს, მხოლოდ ორი კანონის [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის“] გაუქმებაზე დაიყვანო, არ არის ის, რაც ამ ქვეყანას უჩერებს ევროპულ მომავალს. დღეს პრობლემა არის ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მმართველობა – დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა, ოლიგარქიული რეჟიმი, დიქტატორისკენ სწრაფვა, „ქართული ოცნების“ ხელში არსებული ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, სასამართლო, პროკურატურა და ა.შ. რომელიც განვითარების შესაძლებლობას ამ ქვეყანას არ აძლევს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ამ ყველაფერში არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომლის შედეგადაც ამ ქვეყანაში იქნება დემოკრატიული ინსტიტუტები და ეს ქვეყანა დემოკრატიულ განვითარებას და ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას გააგრძელებს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.