“2008 წელს საქართველოში დატრიალებული სისხლის კალოზე პასუხისმგებელია, აგრესორი რუსეთი და იმჟამად საქართველოში მოქმედი ფაშისტური რეჟიმი” – გიორგობიანი
473
0
2008 წელს საქართველოში დატრიალებული სისხლის კალოზე პასუხისმგებელია, აგრესორი რუსეთის ფედერაცია და იმჟამად საქართველოში მოქმედი ფაშისტური რეჟიმი, – ამის შესახებ ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.
“2008 წელს საქართველოში დატრიალებული სისხლის კალოზე პასუხისმგებელია, აგრესორი რუსეთის ფედერაცია და იმჟამად საქართველოში მოქმედი ფაშისტური რეჟიმი. ასევე კაპიტულანტური იყო ევროკავშირის პიზიცია და რა მნიშვნელობა აქვს, 7 ში დაიწყო ომი, თუ 8 აგვისტოს?
დღესაც, უკრაინის ტრაგედიის ფონზე, ჩვენს ომზე EU წარმომადგენლების თანაგრძნობის განცხადებები, ასევე არაგულწრფელია.
თუ გავიხსენებთ მათ გადაწყვეტილებას (გაურკვეველი მიზეზით) სტატუსით განეცალკევებინათ საქართველოს ევროპული მომავალი, მოლდავეთის და უკრაინისაგან, დავრწმუნდებით ჩვენდამი დამოკიდებულებაზე”- წერს ბიძინა გიორგობიანი
აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. რუსეთის მიერ საქართველოსთან წარმოებულმა ომმა შეიწირა 228 მშვიდობიანი მოქალაქე, გარდაიცვალა 14 პოლიციელი, დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა 150 000-მდე ადამიანმა. დღემდე დევნილის სტატუსს ატარებს 30 000-მდე პირი. განადგურდა 35 ათასი საცხოვრებელი სახლი. მიწასთან გასწორდა 53 ქართული სოფელი.