“უკრაინელებს საქართველოსთვის არ სჭირდებათ ახსნა, რას ნიშნავს რუსეთი, ჩვენ ეს ვიცით” – პოდოლიაკი
უკრაინელებს საქართველოსთვის არ სჭირდებათ ახსნა, რას ნიშნავს რუსეთი, ჩვენ ეს ვიცით, ისღა დაგვრჩენია, ეს აზრი მივიტანოთ დასავლეთის „მტრედებამდე“, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში რუსეთ საქართველოს ომის მე-14 წლისთავს.
“დაუსრულებელი ბოროტება ბრუნდება. 14 წლის წინ შემოიჭრნენ საქართველოში, დაიპყრეს ქვეყნის გარკვეული ნაწილი და დაამყარეს თავიანთი კრიმინალური მონარქია. მაშინ რუსმა მტაცებლებმა პირველად გაუგეს სისხლს გემო. რასაც მსოფლიომ შეშფოთებით, „გადატვირთვით“ და ჩრდილოეთის ნაკადი ორით უპასუხა.
შესაბამისად, რუსეთმა დაიწყო უკრაინის ტერორი და აწარმოებს ჰიბრიდულ ომს მსოფლიოს წინააღმდეგ. უკრაინელებს საქართველოსთვის არ სჭირდებათ ახსნა, რას ნიშნავს რუსეთი. ჩვენ ეს ვიცით. ისღა დაგვრჩენია, ეს აზრი მივიტანოთ დასავლეთის „მტრედებამდე“. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.