1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უცხოელი აქტორები გვესაუბრებოდნენ ქართველი ხალხის სახელით, რომ ხალხს არ უნდა “გამჭვირვალობის კანონი” – ამ არჩევნებში, რომელსაც რეფერენდუმის ხასიათი ჰქონდა, ქართველმა ხალხმა თქვა, რომ მხარს უჭერს მას -შალვა პაპუაშვილი
უცხოელი აქტორები გვესაუბრებოდნენ ქართველი ხალხის სახელით, რომ ხალხს არ უნდა “გამჭვირვალობის კანონი” – ამ არჩევნებში, რომელსაც რეფერენდუმის ხასიათი ჰქონდა, ქართველმა ხალხმა თქვა, რომ მხარს უჭერს მას -შალვა პაპუაშვილი

უცხოელი აქტორები გვესაუბრებოდნენ ქართველი ხალხის სახელით, რომ ხალხს არ უნდა “გამჭვირვალობის კანონი” – ამ არჩევნებში, რომელსაც რეფერენდუმის ხასიათი ჰქონდა, ქართველმა ხალხმა თქვა, რომ მხარს უჭერს მას -შალვა პაპუაშვილი

202
0

ჩვენ ვხედავდით არჩევნებამდე, რომ ძალიან გახშირდა არადემოკრატიული განცხადებები საქართველოს მიმართ, როდესაც საუბარი იყო უცხოელი აქტორების მხრიდან ქართველი ხალხის სახელით, რომ ქართველ ხალხს უნდა ეს, ქართველ ხალხს უნდა ის, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, უცხოელი აქტორები აცხადებდნენ, რომ ქართველი ხალხი „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგი იყო, თუმცა, საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა, რომ ხალხი მხარს უჭერს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას.

„ქართველი ხალხის ხელისუფლებას გვესაუბრებოდნენ ქართველი ხალხის სახელით, რომ ქართველ ხალხს არ უნდა „გამჭვირვალობის კანონი“ – ხომ ამას ამბობდნენ, რომ ქართველი ხალხი არის წინააღმდეგი. გამოჩნდა ქართველ ხალხს რა უნდა? მათ შორის, ამ არჩევნებში, რომელსაც რეფერენდუმის ხასიათი ჰქონდა, ქართველმა ხალხმა ხომ თქვა, რომ მხარს უჭერს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას? ეს არის ზუსტად, მათ შორის ის, რამაც უნდა გადატვირთოს და გადააფასოს დამოკიდებულებები ჩვენს მიმართ, ვინაიდან იმის გამო, რომ შეიძლება ჰქონდათ არასწორი აღქმები საქართველოსთან და ქართულ საზოგადოებასთან დაკავშირებით. ახლა ხომ ყველაფერი სწორ კალაპოტში ჩადგა და ყველამ დაინახა, რა პოლიტიკას და რა მომავალ გეგმებს უჭერს ქართველი ხალხი მხარს და რაც მთავარია, როგორ შეაფასა ქართველმა ხალხმა განვლილი ოთხი წელი. ქართველმა ხალხმა თქვა, რომ ამ ოთხ წელთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილების უკან დგას, იწონებს და ასევე, იწონებს მის მომავალ გეგმებს.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.