1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. ირაკლი კობახიძე – გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და ამ გეგმებს ზურგს უმაგრებს ის მიღწევები, რომელიც გვაქვს გასული 12 წლის განმავლობაში
ირაკლი კობახიძე – გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და ამ გეგმებს ზურგს უმაგრებს ის მიღწევები, რომელიც გვაქვს გასული 12 წლის განმავლობაში

ირაკლი კობახიძე – გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და ამ გეგმებს ზურგს უმაგრებს ის მიღწევები, რომელიც გვაქვს გასული 12 წლის განმავლობაში

282
0

ირაკლი კობახიძე – გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და ამ გეგმებს ზურგს უმაგრებს ის მიღწევები, რომელიც გვაქვს გასული 12 წლის განმავლობაში

 

გეგმები გვაქვს ძალიან ამბიციური და ამ გეგმებს ზურგს უმაგრებს ის მიღწევები, რომელიც გვაქვს გასული 12 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში” განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მმართველმა პარტიამ, 12 წლის წინ, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გადაიბარა.

 

„ქვეყნის ეკონომიკა იყო მხოლოდ 28 მილიარდი ლარი, რაც არის ძალიან ცოტა, ეკონომისტები დამეთანხმებიან და მოვახერხეთ და გავზარდეთ 90 მლრდ ლარამდე. ანუ, გასამმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა ამ 12 წლის განმავლობაში. ბიუჯეტი იყო 8.5 მლრდ ლარი და ახლა არის 27.8 მლრდ ლარი. ამან გამოიწვია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ძალიან ბევრ ადამიანს შეეხო ეს გაუმჯობესებული ეკონომიკური მონაცემები. ეს ყველაფერი აისახა დასაქმების მაჩვენებელზე, უმუშევრობის მაჩვენებელი იყო 26.7 %-ზე და ჩამოსულია 13.7 %-მდე. სიღარიბის შემცირებაზეც აისახა ეს ყველაფერი, სიღარიბის ზღვარს მიღმა, 2012 წელს ცხოვრობდა 1 120 000 ადამიანი, მოსახლეობის 30 % და ახლა არის 440 000-მდე შემცირებული, რაც ნიშნავს 11.8 %-ს.

საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება ის, რომ სოციალურ დახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე არიან სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანები. მოგეხსენებათ, სოციალური დახმარება მარტო სიღარიბეზე არ არის მიბმული. არის ქვეყნები, სადაც სიღარიბე თითქმის ნულოვანია და ისინიც გასცემენ სოციალურ დახმარებებს იმისათვის, რომ გაათანაბრონ ადამიანების ცხოვრების პირობები. პირველად ხდება ის, რომ სიღარიბის მაჩვენებელი არის უფრო დაბალი, ვიდრე სოციალური დახმარების მიმღებ ადამიანთა რაოდენობა. ანუ, იმაზე მეტს ვეხმარებით, ვიდრე არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანები, იმიტომ რომ მათაც სჭირდებათ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეს არის რეალური მოცემულობა და ამ თემაზე საუბრისას მანიპულაციას მიმართავენ როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ისე „ენჯეოები”,”- განაცხადა პრემიერმა.