1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ირაკლი კობახიძე – რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება და რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები ჩვენს შეკრებასთან შედარებით – ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე
ირაკლი კობახიძე – რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება და რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები ჩვენს შეკრებასთან შედარებით – ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე

ირაკლი კობახიძე – რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება და რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები ჩვენს შეკრებასთან შედარებით – ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე

312
0

მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ჰქონდა შეკრება და რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები „ქართული ოცნების” შეკრებასთან შედარებით. პრემიერის განცხადებით,  ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე.

 

„ძალიან შთამბეჭდავი აქცია იყო ყველა თვალსაზრისით, ძალიან ძლიერი მუხტი იყო ამ შეკრებაზე. ეს იყო აშკარა განაცხადი, რომ ჩვენ ვაპირებთ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას ამ არჩევნებზე. ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60%, ოპოზიციას აქვს შესაბამისი მწირი რეიტინგი. ეს ყველაფერი იძლევა იმაზე საუბრის შესაძლებლობას, რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. დღესაც თვალნათლივ გამოჩნდა ის უდიდესი უპირატესობა, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას”, ჩვენს პოლიტიკურ პარტიას ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიასთან მიმართებით. რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება დაანონსებული, და საბოლოო ჯამში, რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები ჩვენს შეკრებასთან შედარებით. ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი იყო ოპოზიციის შეკრებაზე, ვერც ერთი პოლიტიკოსის სცენაზე აყვანა ვერ გაბედეს. როცა შენ თვითონაც იცი, რამდენად მძიმეა შენი რეპუტაცია საზოგადოების თვალში, ზოგადად, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველშიც კი ვერ გადიხარ, აქ რა შედეგზე უნდა გქონდეს პრეტენზია. მათ წარმატების არავითარი შანსი არ აქვთ. დღეს შეკრებაზე გამოჩნდა, თუ სად დგას საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა – რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა დგას სწორედ მშვიდობის მხარეს, ღირსებით ევროპისკენ სვლის მხარეს, კეთილდღეობის მიღწევის მხარეს. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და არა ის, რასაც გვთავაზობს ოპოზიცია ამ აბსოლუტურად დრომოჭმული სახეებით”, – განაცხადა პრემიერმა.