1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ევროპას არ უხდება ის უსამართლობა, რომელსაც ევროკავშირის პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკებისგან ასე ხშირად ვისმენთ” – პრემიერი
“ევროპას არ უხდება ის უსამართლობა, რომელსაც ევროკავშირის პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკებისგან ასე ხშირად ვისმენთ” – პრემიერი

“ევროპას არ უხდება ის უსამართლობა, რომელსაც ევროკავშირის პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკებისგან ასე ხშირად ვისმენთ” – პრემიერი

143
0

საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისში, “ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა:

“ევროპას არ უხდება ის უსამართლობა, რომელსაც ევროკავშირის პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკებისგან ასე ხშირად ვისმენთ, ევროპას არ უხდება ქრისტიანული დოგმების უარყოფა, ევროპას არ უხდება ლგბტ-პროპაგანდა, ევროპას არ უხდება გაუმჭვირვალობა და სხვისი სუვერენიტეტის უპატივცემულობა. 2030 წლისთვის ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით მხოლოდ ღირსებით, ქრისტიანობის, ეკლესიისა და მორალის პატივისცემით, დამოუკიდებლობითა და სუვერენიტეტით. მხოლოდ ღირსებით ევროპისკენ – ეს არის პოლიტიკა, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა და ამისთვის მას კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო.

ჩვენ ვივლით ასევე მხოლოდ მშვიდობით ევროპისკენ. მშვიდობის გარეშე არ არსებობს არც განვითარება და არც ევროინტეგრაცია. გასული 4 წლის განმავლობაში, ჩვენ გავუძელით უმძიმეს ზეწოლასა და შანტაჟს და უდიდესი რისკების მიუხედავად, ქვეყანას მშვიდობა შევუნარჩუნეთ. ჩვენი ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. ჩვენ საქართველოს შევუნარჩუნეთ 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა და ახლაც, სწორედ „ქართული ოცნებაა“ იმის ერთადერთი გარანტი, რომ ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას ყველა მიმართულებით.

ჩვენ ასევე ვივლით მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ. ჩვენი ოპონენტები ხშირად ცდილობენ საზოგადოებას ჩაუნერგონ არასწორი აზრი, რომ საქართველო მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, რაც ევროკავშირში მიგვიღებენ. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა – საქართველო მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მიიღონ ევროკავშირში, რაც მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.