1. Home
  2. სიახლეები
  3. საზოგადოება
  4. იტალიაში, თავდასხმისა და ყაჩაღობის ბრალდებით, ქართველი კაცი დააკავეს
იტალიაში, თავდასხმისა და ყაჩაღობის ბრალდებით,  ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში, თავდასხმისა და ყაჩაღობის ბრალდებით, ქართველი კაცი დააკავეს

753
0

იტალიაში, თავდასხმისა და ყაჩაღობის ბრალდებით, 33 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულია 1991 წელს დაბადებული დათო ადეიშვილ-თავართქილაძე.

მედიის ცნობით, ახალგაზრდა ქართველი კაცი ადგილობრივ დაჯგუფებასთან ერთად მოქმედებდა – ისინი თავს ყოფილ დამსაქმებელს დაესხნენ, სცემეს ისიც და მისი მეუღლე და შვილიც. ცნობილია, რომ შემთხვევა ოჯახში, ბავშვების თანდასწრებით, მოხდა.

როგორც ირკვევა, თავდასხმის მიზეზი სახლიდან ძვირფასი ნივთებისა და ფულის გატანა იყო.

დაკავებულს თავისუფლების 17 წლით აღკვეთა ემუქრება.