1. Home
  2. TOP სიახლე
  3.  „ენჯეოების“ მიერ ვიზების შეზღუდვის მოთხოვნაზე: მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიზანმიმართულად ებრძვის ამ მონაპოვარს, რომელიც ძალიან ღირებულია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის – ვერანაირად ვერ შეძლებენ ამის დაზიანებას – ილია დარჩიაშვილი
 „ენჯეოების“ მიერ ვიზების შეზღუდვის მოთხოვნაზე: მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიზანმიმართულად ებრძვის ამ მონაპოვარს, რომელიც ძალიან ღირებულია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის – ვერანაირად ვერ შეძლებენ ამის დაზიანებას – ილია დარჩიაშვილი

 „ენჯეოების“ მიერ ვიზების შეზღუდვის მოთხოვნაზე: მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიზანმიმართულად ებრძვის ამ მონაპოვარს, რომელიც ძალიან ღირებულია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის – ვერანაირად ვერ შეძლებენ ამის დაზიანებას – ილია დარჩიაშვილი

320
0

ეს არის ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად გადადგმული ნაბიჯები. ამას ჩვენი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ძალიან კარგად აფასებს, – ასე შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენიმე ქართული „ენჯეოს“ მხრიდან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის მოთხოვნა, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში გამოაშკარავდა. ილია დარჩიაშვილი მათ მოუწოდებს, თავი დაანებონ ქვეყნის დაზიანებას.

„მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიზანმიმართულად ებრძვის ჩვენს ქვეყანას, იმ მონაპოვარს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და რომელიც არის ძალიან ღირებული თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის – ვერანაირად ვერ შეძლებენ ამის დაზიანებას. მინდა მოვუწოდო, რომ დაანებონ ქვეყნის დაზიანებას თავი, დაანებონ იმ მავნებლურ ქმედებებს თავი, რომლებიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და ჩვენი ხალხის ინტერესებს“, – აცხადებს დარჩიაშვილი.

„მაკკეინის ინსტიტუტმა“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ანგარიში მოამზადა, სადაც გაკრიტიკებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ „აშშ-ისა და ევროკავშირის ორგანიზაციებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას „უცხოელი აგენტების კანონის“ არ შესრულებაში, მათ შორის, ჯარიმების გადახდაში“.