თურქეთში მიკროავტობუსი ამოტრიალდა, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა – არიან დაშავებულები
1.02K
0
თურქეთში, ნევშეჰირის პროვინციაში მიკროავტობუსი ამოტრიალდა, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 15 ტურისტი, 2 მძღოლი და ერთი გიდია.
ავტოსაგზაო შემთხვევა კაპადოკიიდან ანტალიისკენ მიმავალ გზაზე მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, წვიმიანი გზის გამო, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ავტომობილი ამოტრიალდა.