1. Home
  2. TOP სიახლე
  3. აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა ილონ მასკის შემოწმება დაიწყო ბაიდენისა და ჰარისის შესახებ პოსტის გამოქვეყნების გამო

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა ილონ მასკის შემოწმება დაიწყო ბაიდენისა და ჰარისის შესახებ პოსტის გამოქვეყნების გამო

126
0

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლის ილონ მასკის შემოწმება დაიწყო მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ „ბაიდენს და ჰარისს რატომღაც არავინ კლავს“.

ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საიდუმლო სამსახური არკვევს, ხომ არ შეიცავდა მასკის პოსტი მუქარას აშშ-ის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ.

როგორც Bloomberg-ი იუწყება, მუქარა პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის მიმართ აშშ-ში დანაშაულად ითვლება, რომელიც ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით ისჯება.

მასკის პოსტი ბაიდენზე და ჰარისზე X-ში აღარ იძებნება. ბიზნესმენმა ის წაშალა. მოგვიანებით მან ახალი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა: „ერთი რამ რაც ვისწავლე, არის ის, რომ, თუ მე ადამიანის ჯგუფს რამეს ვეუბნები, და ისინი იცინიან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ნათქვამი X-ში პოსტის სახითაც იქნება სასაცილო“.