1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი – ივანე ჩხაიძე
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი – ივანე ჩხაიძე

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი – ივანე ჩხაიძე

194
0

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან 2 წლამდე ასაკის ბავშვები, ასევე 65 წელს გადაცილებული მოსახლეობაც.

„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები მზად არის. როგორც წესი, საქართველოში ვაქცინა შემოდის ოქტომბრის პირველ ნახევარში. ალბათ, წელსაც ასე იქნება, კერძოდ, ოქტომბრის პირველ ნახევარში ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება. ოქტომბრის მეორე ნახევრიდან კი შესაძლებელი იქნება აცრა. ჩვენს მოსახლეობას ექნება საუკეთესო გადაფარვის 4 კომპონენტიანი ვაქცინა.

რისკის ჯგუფები განსაზღვრულია ასაკის მიხედვით, კერძოდ, ეს არის 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, 5 წლამდე ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით საყურადღებოა 2 წლამდე ასაკის ბავშვები.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია 6 თვიდან. ამიტომ, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკი არის ის პერიოდი, როდესაც მშობლებს ვურჩევთ ბავშვისთვის ვაქცინის გაკეთებას. დანარჩენ კატეგორიას განსაზღვრავს ჯანმრთელობის მდგომარეობა და სოციალური ფენები.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება სამედიცინო მუშაკებისთვის, ორსულების, ქრონიკული დაავადების მქონე პირებისა და ჭარბწონიანებისთვის“,- აღნიშნა ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში”.