,,დაუღალავად ვიმუშავებთ და გამოვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ რესურსს ამ გამოძიებაში”- აშშ-ის გენერალური პროკურორი
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა განაცხადა, რომ გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ რესურსს დონალდ ტრამპის მკვლელობის სავარაუდო მცდელობის გამოძიებისთვის.
„გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აგრძელებს გამოძიებას და ჩვენ მადლობელნი ვართ, რომ ყოფილი პრეზიდენტი უსაფრთხოდ არის“, – აღნიშნა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა.
„იუსტიციის დეპარტამენტი მჭიდრო კოორდინაციაშია ჩვენს სამართალდამცველ პარტნიორებთან ადგილზე. ჩვენ დაუღალავად ვიმუშავებთ და გამოვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ რესურსს ამ გამოძიებაში“, – დასძინა მან.
სამართალდამცველებმა დონალდ ტრამპზე თავდასხმის კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთეს. ინციდენტი ფლორიდაში, ექსპრეზიდენტის გოლფ-კლუბის ტერიტორიაზე მოხდა.
პოტენციური მკვლელი, რომელიც ბუჩქებში იყო ჩასაფრებული, საიდუმლო სამსახურის აგენტებმა შენიშნეს და ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ის გაიქცა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა.