შვებით ამოვისუნთქე, როდესაც შევიტყვე, რომ ტრამპი უვნებელია, დადებითად ვაფასებ საიდუმლო სამსახურის მუშაობას -ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დადებითად შეაფასა საიდუმლო სამსახურისა და სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მკვლელობის მცდელობის შემდეგ.
ბაიდენის თქმით, „შვებით ამოისუნთქა“, როდესაც შეიტყო, რომ ტრამპი უვნებელია.
„ჩემი გუნდისგან მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფედერალური სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შესაძლო მკვლელობის მცდელობას. ეჭვმიტანილი დაკავებულია და მსურს, დადებითად შევაფასო საიდუმლო სამსახურის მუშაობა“,- აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დაგმო პოლიტიკური ძალადობა.
„როგორც მე არაერთხელ მითქვამს, პოლიტიკურ ძალადობას ან ნებისმიერ სახის ძალადობას არ აქვს ადგილი ჩვენს ქვეყანაში. დავავალე ჩემს გუნდს, განაგრძონ იმის უზრუნველყოფა, რომ საიდუმლო სამსახურს ჰქონდეს ყველა საჭირო რესურსი, შესაძლებლობა და დამცავი მექანიზმი ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – აღნიშნა ბაიდენმა.