1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. ,,ასეთი არაკომპეტენტური და ზედაპირული ოპოზიცია არცერთ ქვეყანაში არ მოიძებნება”- მამუკა მდინარაძე
,,ასეთი არაკომპეტენტური და ზედაპირული ოპოზიცია არცერთ ქვეყანაში არ მოიძებნება”- მამუკა მდინარაძე

,,ასეთი არაკომპეტენტური და ზედაპირული ოპოზიცია არცერთ ქვეყანაში არ მოიძებნება”- მამუკა მდინარაძე

272
0

მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება – მაჩვენებლის 12 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. ისე, 14 მილიარდი რას დაგვხატავდა, მერე გენახათ, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს.

ის ოპონენტებს სთხოვს, დაასახელონ ფონდები, საიდანაც მათ მიერ დასახელებული თანხა შეიძლება ქვეყანაში შემოვიდეს. მდინარაძის თქმით, ქართული ოპოზიცია იმდენად არაკომპეტენტური და ზედაპირულია, რომ ტყუილებსაც იტყუებიან, როგორც ეს 14 მილიარდის შემთხვევაში მოხდა.

“მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება – მაჩვენებლის 12 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.

ისე, 14 მილიარდი რას დაგვხატავდა, მერე გენახათ…

უმორჩილესად ვთხოვთ ჩვენს ოპონენტებს, დაგვისახელონ ფონდები, საიდანაც შეიძლება ეს თანხები ჩვენს ქვეყანაში წამოვიდეს. როგორც ისინი ამბობდნენ, კანდიდატის სტატუსის მიღების დროსაც უნდა ჩარიცხულიყო და მოსაკითხია, ვინმემ ხომ არ მიითვისა.

ყველაფერთან ერთად, ასეთი არაკომპეტენტური და ზედაპირული ოპოზიცია არცერთ ქვეყანაში არ მოიძებნება. ტყუილებსაც იტყუებიან”, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.