1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ეკა გიგაურის სენატში გამოსვლა იყო ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა, წესიერი ინგლისურიც კი არ სცოდნია-ირაკლი კობახიძე
ეკა გიგაურის სენატში გამოსვლა იყო ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა, წესიერი ინგლისურიც კი არ სცოდნია-ირაკლი კობახიძე

ეკა გიგაურის სენატში გამოსვლა იყო ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა, წესიერი ინგლისურიც კი არ სცოდნია-ირაკლი კობახიძე

380
0

ერთადერთი ახალი, რაც ეკა გიგაურის გამოსვლიდან გავიგეთ, თურმე წესიერად ინგლისურიც არ სცოდნია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეკა გიგაურს რაც შეეხება, ეს იყო მორიგი ლუსტრაცია, ეს იყო ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა ამერიკის კონგრესში. ერთადერთი ახალი, რაც გავიგეთ ამ გამოსვლიდან, არის ის, რომ ეკა გიგაურს წესიერად ინგლისურიც კი არ სცოდნია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მოწმის სტატუსით გუშინ წარდგა. კომიტეტზე მოსმენა უკავშირდებოდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს.