გამოძიებამ დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილი ძარცვავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხანდაზმულ ადამიანებს. უცხო ფულს, განსაკუთრებით კი ნაძარცვ ფულს ქართულ პოლიტიკაში ადგილი არ აქვს – არჩილ გორდულაძე
230
0
არჩილ გორდულაძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩატარებულმა გამოძიებამ დავით კეზერაშვილი და მისი გარემოცვა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ ნაძარცვი ფული რადიკალური ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ხმარდება.
„საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად, გამოძიებამ დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილი, როგორც ჯარს ძარცვავდა, ახლა ძარცვავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხანდაზმულ ადამიანებს. ხოლო ამ ნაძარცვ თანხებს შემდეგ იყენებს იმისთვის, რომ „ნაცკლასტერი“ დააფინანსოს და ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანოს. უცხო ფულს, განსაკუთრებით კი ნაძარცვ ფულს ქართულ პოლიტიკაში ადგილი არ აქვს“, – აცხადებს გორდულაძე.