1. Home
  2. TOP სიახლე
  3. აშშ-ში ქართველი პიანისტი დაღუპული შვილის პიტბულმა დაგლიჯა და გარდაიცვალა
აშშ-ში ქართველი პიანისტი დაღუპული შვილის პიტბულმა დაგლიჯა და გარდაიცვალა

აშშ-ში ქართველი პიანისტი დაღუპული შვილის პიტბულმა დაგლიჯა და გარდაიცვალა

524
0

აშშ-ში მცხოვრები ქართველი, პიანისტი, მარინა გაბუნია   სა­კუ­თა­რი შვი­ლის პიტ­ბულ­მა დაგ­ლი­ჯა, რის შე­დე­გა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა.

როგორც ამერიკული მედია წერს,    70 წლის მარინა გაბუნია-ვერესტი, ნიუ-იორკში, ლონგ-აილენდზე ცხოვრობდა.

“ქალს თავს ძაღლი დაესხა, რომელიც მის ორი კვირის წინ დაღუპულ შვილს ეკუთვნოდა.  70 წლის ქალის ცხედარი სახლში დაბრუნებულმა მეუღლემ იპოვა და პოლიცია გამოიძახა“, – წერს NBC New York-ი.

მედიის ცნობით, ძაღლმა შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციაზეც სცადა თავდასხმა, რის შემდეგაც, სამართალდამცველებმა მას ესროლეს და მოკლეს.

„პოლიციის ოფიცერი, რომელიც ადგილზე ნანახით ტრავმირებული იყო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიცია შემთხვევის ადგილს „საშინელებას“ უწოდებს.

 პოლიციის ცნობით, 7 წლის პიტბული მარინა გაბუნიას, შვილს  ეკუთვნოდა, რომელიც ორი კვირის წინ, მოტოციკლით, ავარიაში დაიღუპა. ის და ძაღლი მშობლების სახლში ცხოვრობდნენ და კაცის დაღუპვის შემდეგ, ძაღლს მისი მშობლები უვლიდნენ“, – წერს NBC New York-ი.

 

მარინა გაბუნია მუსიკოსი და პიანისტი იყო. ის ამერიკის ბალეტის თეატრსა და ჯულიარდის საშემსრულებლო ხელოვნების სკოლაში საქმიანობდა.