რელიგიის საკითხთა სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას ულოცავს
164
0
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას ულოცავს.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„მარიამობა თორმეტ უდიდეს საუფლო დღესასწაულთაგანია. ქრისტიანული რწმენით, გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალული დედაღვთისა მესამე დღეს უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ზეცაში აღამაღლა, ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს. ამ დღეს იხსენებენ ღვთისმშობლის გარდაცვალებას (მიძინებას), აღდგომასა და განდიდებას, უფლის მიერ მის აღყვანებას ზეციურ სასუფეველში, მის სულიერ და ფიზიკურ სისავსეში მყოფობას. მარიამობას წინ უძღვის ორკვირიანი მარხვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.