როგორც არავინ იცის, სად მიდიოდა ის 95 მილიონი დოლარი, ასევე არავინ იცის რას საქმიანობდა ლუგარის ლაბორატორია – თორნიკე მოლაშვილი
არავინ იცის რას საქმიანობდა ჩვენს ქვეყანაში ლუგარის ლაბორატორია. როგორ შეიძლება ქვეყანაში ფუნქციონირებდეს მსგავსი დაწესებულება და ის ანგარიშვალდებული იყოს სხვა ქვეყანასთან, თუნდაც ეს ამერიკა იყოს? ,- ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმამ თორნიკე მოლაშვილმა, მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა დენთის კასრზე იჯდა, რადგან ლუგარის ლაბორატორიაში ძლიერი ვირუსები გამოჰყავდათ.
თორნიკე მოლაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს არ დააკლდება ლუგარისთვის გრანტების შეჩერებით, უფრო მეტიც, ეს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ძალიან კარგია.
„გამჭვირვალობის კანონის მეორე, უმნიშვნელოვანესი შედეგი ჩვენი ქვეყნისათვის – აშშ-მ ლუგარის ლაბორატორიას დაფინანსება შეუჩერა. როგორც არავინ იცის, სად მიდიოდა ის 95 მილიონი დოლარი, რომელიც გაყინეს და რეალურად ამ ფულით საქართველოში თავიანთ აგენტურას აფინანსებდნენ და ამაგრებდნენ, ასევე ა
„გამჭვირვალობის კანონის მეორე, უმნიშვნელოვანესი შედეგი ჩვენი ქვეყნისათვის – აშშ-მ ლუგარის ლაბორატორიას დაფინანსება შეუჩერა. როგორც არავინ იცის, სად მიდიოდა ის 95 მილიონი დოლარი, რომელიც გაყინეს და რეალურად ამ ფულით საქართველოში თავიანთ აგენტურას აფინანსებდნენ და ამაგრებდნენ, ასევე არავინ იცის რას საქმიანობდა ჩვენს ქვეყანაში ლუგარის ლაბორატორია. როგორ შეიძლება ქვეყანაში ფუნქციონირებდეს მსგავსი დაწესებულება და ის ანგარიშვალდებული იყოს სხვა ქვეყანასთან, თუნდაც ეს ამერიკა იყოს? მით უმეტეს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ ლაბორატორიაში ძირითადად ძლიერი ვირუსების გამოყვანა ხდებოდა და გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა დენთის კასრზე იჯდა ამ ბუნდოვანი დაწესებულების ფუნქციონირებით. არაფერი საქართველოს არ დააკლდება ლუგარისთვის გრანტების შეჩერებით, უფრო მეტიც, როგორც აღვნიშნე ეს ჩვენივე უსაფრთხოებისათვის ძალიან კარგია”, – განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.