1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

907
0

ვერძი

შეეცადეთ, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. შესაძლოა, ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც დაგეგმეთ, მაგრამ გეგმების ოდნავ შეცვლა არ დაგაზარალებთ. მით უმეტეს, რომ შესაძლოა, თავში მშვენიერი ახალი იდეა მოგივიდეთ, რომელსაც მეგობრებთან ერთად განახორციელებთ. ამ დღეს შანსი გექნებათ, აღადგინოთ ურთიერთობა, რომელიც ადრე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა თქვენს ცხოვრებაში.

კურო

კარგად იცით, რისი მიღწევა გსურთ და სწრაფად ხვდებით ამისთვის როგორ იმოქმედოთ. მოკავშირეების პოვნა ადვილი იქნება – გარშემომყოფებმა იციან, რომ ვალში არავისთან დარჩებით და დახმარებას გთავაზობენ. გამორიცხული არ არის, დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც თქვენს გეგმებზე გავლენას მოახდენს. მოულოდნელი ხარჯი გელით, მაგრამ ამ ფულის დახარჯვას არასოდეს ინანებთ.

ტყუპები

ნუ ნერვიულობთ, თუ რაღაც თქვენი გეგმის მიხედვით არ ხდება. მტკიცე ნებისყოფა და თვითკონტროლი დაგეხმარებათ, რომ თითქმის უიმედო სიტუაციაში წარმატებას მიაღწიოთ. ამ დღეს სხვისი პასუხისმგებლობის აღება და სხვის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ, ამის გამო პირადი საქმეებისთვის ნაკლები დრო დაგრჩებათ, თუმცა ჩანაფიქრის განხორციელებას მაინც შეძლებთ.

კირჩხიბი

დღის დასაწყისი წარმატებული იქნება. გირჩევთ, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები ამ დროს დაგეგმოთ, რათა მიზანს სწრაფად და ადვილად მიაღწიოთ. შუადღის შემდეგ პოზიტიური ტენდენციების გავლენა შემცირდება. იქნება გაუგებრობები და უსიამოვნო ინციდენტები, თუმცა სერიოზულ პრობლემები მოსალოდნელი არ არის და წარმატების შანსიც მაღალია – უბრალოდ, ცოტა მეტი მოთმინება უნდა გამოიჩინოთ.

ლომი

დღის დასაწყისი ხელსაყრელია საქმიანი ურთიერთობისთვის. ამ დღეს საშუალება გექნებათ განაახლოთ თანამშრომლობა, რომელიც ყველასთვის სასარგებლო იყო. დღის მეორე ნახევარში ლომებს შესაძლოა წონასწორობის შენარჩუნება გაგიჭირდეთ. ემოციური ფონი დაძაბულია – წვრილმანებზე ნერვიულობთ და პესიმისტურ განწყობაზე ხართ. ეცადეთ, პოზიტიური ადამიანების სიახლოვეს იტრიალოთ – ეს წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალობას თვალებში ჩახედოთ. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ, რისი მიღწევა შეგიძლიათ და რისი არა. გარშემო მყოფებთან ურთიერთობა იძაბება – ზოგიერთი, მხარდაჭერის ნაცვლად, გაკრიტიკებთ, ძველ შეცდომებს გახსენებთ ან უადგილო ხუმრობით გაღიზიანებთ. პროვოკაციებს ნუ აჰყვებით. შეეცადეთ, სერიოზული კონფლიქტი თავიდან აიცილოთ, თუნდაც ამისთვის დათმობაზე წასვლა მოგიწიოთ.

სასწორი

დღის დასაწყისში წონასწორობის შენარჩუნება გიჭირთ – საქმე ჩვეულებრივზე მეტი გაქვთ. ადამიანებს, რომლებიც ადრე დახმარებას გთავაზობდნენ, ახლა საკუთარი საზრუნავი აქვთ, ამიტომ მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ. დროთა განმავლობაში პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაიზრდება და ბევრ კითხვაზე პასუხს იპოვით. დღის მეორე ნახევარი ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ და ეცადეთ, არც ერთი მათგანი არ გამოტოვოთ.

მორიელი

ეცადეთ, პრინციპულად იმოქმედოთ და აუცილებლად მიაღწევთ მიზანს, როგორი მიუწვდომელიც არ უნდა ჩანდეს. გზაზე შეიძლება მნიშვნელოვან დაბრკოლებებს შეეჯახოთ, მაგრამ უკან არ უნდა დაიხიოთ და შედეგს მიაღწევთ.
გარშემო მყოფებს თქვენი მიზანსწრაფულობა მოსწონთ. ადამიანები, რომლებსაც ადრე თქვენს შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდათ, მიხვდებიან, რომ შეცდნენ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები.
უკმაყოფილება და უთანხმოება წარსულში დარჩება. საშუალება გექნებათ, რომ საყვარელი ადამიანი სასიამოვნო სიურპრიზით გაახაროთ.

მშვილდოსანი

დღის დასაწყისი ძალიან გაგახარებთ. თქვენ წინაშე ახალი პერსპექტივები და შესაძლებლობები გაიხსნება და დაუყოვნებლივ მოქმედებას დაიწყებთ. საღამოს რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი გელით, თუმცა ეს ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს ვერ შეგიშლით. მნიშვნელოვანია, რომ ახლოს გყავდეთ ადამიანები, რომლებიც საშუალებას არ მოგცემენ, შეცდომა დაუშვათ.

თხის რქა

მნიშვნელოვანს საქმეებს საღამოსთვის ნუ გადადებთ. უმჯობესია, ყველაფერი დილას დაასრულოთ. გახსოვდეთ, ამ საღამოს მოახლოებასთან ერთად ადამიანებთან საერთო ენის პოვნა გართულდება. გარდა ამისა, დაღლილობაც თავს იჩენს, რაც გაღიზიანებას იწვევს. მოთმინება უნდა გამოიჩინოთ – ხვალ ყველაფერი თავის ადგილას დადგება.

მერწყული

მერწყულებისთვის ნაყოფიერი დღეა. რუტინულ და მოსაწყენ საქმეებსაც კი განსხვავებულად უდგებით. განსაკუთრებით კარგად გამოგდით საქმე, რომელიც შემოქმედებით უნარებს და ფანტაზიას მოითხოვს. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის. ადამიანებთან საერთო ენას ადვილად პოულობთ, რაც ძალიან საჭირო და სასარგებლო თვისებაა საქმიანი მოლაპარაკების დროს და პირად ურთიერთობებში.

თევზები

რთული და დატვირთული დღეა. ნებისმიერი საქმე იმაზე დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე სხვა დროს. გარშემომყოფები თავიდან თქვენს ბევრ მცდელობას სკეპტიკურად უყურებენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველასთვის ცხადი გახდება, რომ თქვენი იდეები წარმატებას მოგიტანთ. მოსალოდნელია დაუგეგმავი შეხვედრა, რომელიც ძალიან გაგახარებთ.