ივნისის თვეში საქართველოში რუსეთის 135 457 მოქალაქე შემოვიდა
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საზღვარი ივნისის თვეში რუსეთის 135 457-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.
გასული წლის პერიოდის ანალოგიური მაჩვენებელი 30 783 ადამიანი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი 340%-ით გაიზარდა.
ევროკავშირის ქვეყნებიდან ამავე პერიოდში საქართველოში 28 989 ადამიანია შემოსული.
სხვა ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეების სტატისტიკა ასე გამოიყურება:
???? სომხეთი – 86 565
???? თურქეთი – 69 973
???? ევროკავშირის ქვეყნები – 28 989
???? ისრაელი – 22 979
???? უკრაინა – 19 585
???? ყაზახეთი – 19 548