1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ესპანეთის პრემიერ-მინისტრს მეუღლის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით მიმდინარე საქმეზე გამოძიება მოწმის სახით დაკითხავს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრს მეუღლის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით მიმდინარე საქმეზე გამოძიება მოწმის სახით დაკითხავს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრს მეუღლის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით მიმდინარე საქმეზე გამოძიება მოწმის სახით დაკითხავს

208
0

ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს თავისი მეუღლის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით მიმდინარე საქმეზე გამოძიება მოწმის სახით დაკითხავს.

„როიტერის“ ცნობით, პრემიერს გამომძიებელი მოსამართლე მისავე რეზიდენციაში 30 ივლისს დაკითხავს.

სანჩესის მეუღლის, ბეგონია გომესის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო კორუფციისა და გავლენით სარგებლობის გამო. კერძოდ, სასამართლო ცდილობს, დაადგინოს, ისარგებლა თუ არა პრემიერის მეუღლის სტატუსითა და მდგომარეობით გომესმა, რათა მიეზიდა სპონსორები იმ უნივერსიტეტის მაგისტრატურის პროგრამაზე, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს. თავად ბეგონია გომესი წინასწარი მოკვლევის ფარგლებში სასამართლოში 19 ივლისს გამოცხადდა, თუმცა, ადვოკატის რჩევით, უარი თქვა ჩვენების მიცემაზე.

ამ სკანდალის შედეგად ჯერ კიდევ აპრილში პედრო სანჩესი პრემიერის პოსტიდან გადადგომასაც განიხილავდა.