ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას ხსნის
296
0
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის არ აპირებს 2024 წლოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
ამის შესახებ მან პლატფორმა X-ზე განაცხადა.
ბაიდენი ამბობს, რომ ამერიკელ ხალხს ამ კვირის ბოლოს უფრო დეტალურად გაესაუბრება.
81 წლის პრეზიდენტი გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს:
“ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია მხოლოდ პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებაზე ფოკუსირება”, – წერს ბაიდენი.