1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1.24K
0

ვერძი

ამ დღეს ნურაფერს დაგეგმავთ, რადგან უყურადღებობისა და გაუფრთხილებლობის გამო გეგმების განხორციელებას ვერ შეძლებთ. ეცადეთ, პასუხისმგებლობა აიღოთ ყველაფერზე, რასაც აკეთებთ. მალე დარწმუნდებით, რომ მცირე შეცდომამაც კი შეიძლება დიდი პრობლემები გამოიწვიოს. იდეებმა, რომლებზეც ბოლო დროს ბევრს ფიქრობთ, შეიძლება სწრაფი და მნიშვნელოვანი შედეგები მოგიტანოთ.

კურო

ნუ მოგერიდებათ, რომ მოვლენების ცენტრში იტრიალოთ და საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები ყველას დაანახოთ. შეიძლება მნიშვნელოვანმა პერსონამ შეგნიშნოთ და პროფესიის შეცვლა შემოგთავაზოთ. გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა ოჯახის წევრებს და გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ. შესაძლოა, ასეთი ცვლილება თქვენი პროფესიული ზრდისთვის შესანიშნავი არჩევანი გახდეს.

ტყუპები

სტრესი, რომელსაც ამ ბოლო დროს განიცდით, შეიძლება ავადმყოფობის მიზეზი გახდეს. პრობლემების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ საკუთარ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე იზრუნოთ. გამოყავით დრო დასვენებისთვის. მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც უსარგებლო საუბრით ყურადღებას გიფანტავენ და საქმეს გწყვეტენ. იზრუნეთ სულიერ სიმშვიდეზე, რომ თავი უკეთ იგრძნოთ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სხვა ადამიანების დაპირისპირებაში არ ჩაერიოთ და ზოგადად, კონფლიქტურ სიტუაციებს ერიდოთ. ხშირად ცდილობთ, სხვა ადამიანების პრობლემები მოაგვაროთ. სიკეთე მოსაწონია, მაგრამ ამით თქვენი ნერვული სისტემა და მთელი სხეული ზარალდება. იზრუნეთ იმაზე, რომ მეტი დაისვენოთ და ეცადეთ, ურთიერთობა მხოლოდ დადებითად განწყობილ, ხალისიან ადამიანებთან გქონდეთ.

ლომი

კონკურენტებისთვის პოზიციების დათმობა და დამარცხების აღიარება გიჭირთ, თუმცა შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ამის გაკეთება მოგიწევთ. ამით რამდენიმე პრობლემას ერთდროულად გადაჭრით და სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას შეძლებთ. ახალი კონტაქტები და სოციალური წრის გაფართოება სამომავლო გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

თუ საკუთარ ცხოვრებაში ბევრი რამ არ მოგწონთ, იქნებ დროა, ცვლილებებზე იფიქროთ? ცხოვრება ერთხელ გვეძლევა და მან მხოლოდ სიხარული და კმაყოფილება უნდა მოგვიტანოს. შესაძლოა, ვიღაცისთვის საკუთარი შთაბეჭდილებების გაზიარების და პრობლემების განხილვის სურვილი გაგიჩნდეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამან შეიძლება, იმედგაცრუება მოგიტანოთ.

სასწორი

საკუთარი შეცდომების გაცნობიერების რთული პერიოდია, თუმცა მომავალში მას ღიმილით და მადლიერებით გაიხსენებთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას ეცადეთ, გულწრფელობა გამოიჩინოთ და პრობლემებზე ღიად ისაუბროთ. ქრონიკული დაავადებების გამწვავება რომ თავიდან აიცილოთ, პრევენციულ ღონისძიებებს მიმართეთ.

მორიელი

ამ დღეს ინტუიცია გიკარნახებთ, ამა თუ იმ ვითარებაში რა უნდა გააკეთოთ. იმის მიუხედავად, რამდენი წლის ხართ, გირჩევთ დაფიქრდეთ, როგორ განვითარდება თქვენი ცხოვრება პენსიაზე გასვლის შემდეგ. იქნებ ჯობს, უზრუნველი სიბერისთვის ზრუნვა ახლავე დაიწყოთ? საღამოს იძულებული იქნებით, თავდაპირველი გეგმები შეცვალოთ ან დამატებითი პასუხისმგებლობა აიღოთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, წინასწარმეტყველური სიზმარი ნახოთ. გახსოვდეთ, რომ სიზმარში წყაროს ან მდინარის ნახვა იმაზე მეტყველებს, რომ მალე შემოსავალს მიიღებთ. დღის მეორე ნახევრიდან ვარსკვლავები ყველაზე ამბიციური მიზნების მიღწევაში დაგეხმარებიან. ბევრი საქმის დასრულება მოგიწევთ, რაც შეიძლება დამღლელი იყოს, თუმცა, საღამოს შეგიძლიათ, საკუთარ თავს საჩუქარი მიუძღვნათ და სასიამოვნოდ დაისვენოთ.

თხის რქა

სასოწარკვეთამ და უიმედობამ შეგიპყროთ? ეჭვები განდევნეთ! მალე მიხვდებით, რომ თქვენი ცხოვრება საინტერესო მოვლენებით სავსეა. ვარსკვლავები ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში მხოლოდ დადებითი მოვლენები გელით. ეს დღეს საყვარელ საქმეს და ადამიანებს დაუთმეთ და მალე მიხვდებით, რომ ცხოვრება უზომოდ მშვენიერია. ეცადეთ, ახლობელი ადამიანების მიმართ უფრო მიმტევებელი იყოთ.

მერწყული

თუ მოინდომებთ, ვარსკვლავების მხარდაჭერით ნებისმიერ ამოცანას ადვილად განახორციელებთ. ინტუიციას არ ენდოთ – ამ დღეს ის საუკეთესო მრჩეველი არ არის. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას საღი აზრით და ლოგიკით უნდა იხელმძღვანელოთ. თუ ხვდებით, რომ დახმარება გჭირდებათ, შეგიძლიათ ნათესავებს ან მეგობრებს მიმართოთ.

თევზები

ამ დღეს დაგეგმილი შეხვედრები და სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა შეიძლება ძალიან დამღლელი იყოს, ამიტომ ეცადეთ, საღამოს განმარტოვდეთ და ძალები აღიდგინოთ. ეჭვი და უნდობლობა თქვენი კეთილდღეობისთვის აუცილებელი კონტაქტების დამყარებაში ხელს შეგიშლით. ახალი საქმე თქვენგან მაქსიმალურ კონცენტრაციას და ობიექტურობას მოითხოვს.