1. Home
  2. TOP სიახლე
  3. იემენზე თავდასხმების სახიფათო შედეგებზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ისრაელსა და აშშ-ს ეკისრებათ – ირანის საგარეო უწყება
იემენზე თავდასხმების სახიფათო შედეგებზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ისრაელსა და აშშ-ს ეკისრებათ – ირანის საგარეო უწყება

იემენზე თავდასხმების სახიფათო შედეგებზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ისრაელსა და აშშ-ს ეკისრებათ – ირანის საგარეო უწყება

271
0

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო იემენის პორტ ჰოდეიდაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმას გმობს.

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერის, ნასერ ქანაანის თქმით, ღაზას სექტორში ჩადენილი დანაშაულებისა და იემენზე თავდასხმების სახიფათო და არაპროგნოზირებად შედეგებზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ისრაელსა და მის მხარდამჭერ შეერთებულ შტატებს ეკისრებათ.

ცნობისთვის, ისრაელის საჰაერო ძალებმა იემენში „ჰუსიტების“ სამიზნეებს დაარტყა, მათ შორის საწვავის საწყობებს, ენერგეტიკულ ობიექტებს და სხვა ობიექტებს ჰოდეიდას პორტში, რამაც მასიური ხანძარი გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 87 – დაშავდა. აღნიშნულ იერიშამდე ერთი დღით ადრე „ჰუსიტებმა“ თელ-ავივზე დრონით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ისრაელის ერთი მოქალაქე დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.