1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჩვენ “ლელოსთან” მოლაპარაკებები არ გვქონია, არც დღეს გვაქვს-მიხეილ დაუშვილი
ჩვენ “ლელოსთან” მოლაპარაკებები არ გვქონია, არც დღეს გვაქვს-მიხეილ დაუშვილი

ჩვენ “ლელოსთან” მოლაპარაკებები არ გვქონია, არც დღეს გვაქვს-მიხეილ დაუშვილი

161
0

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ მისი პარტია მამუკა ხაზარაძეს და „ლელოს“ წარმატებებს, ბარიერის გადალახვას და შემდეგ პარლამენტში საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებას უსურვებს.

როგორც დაუშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ეს არის ის, რისი თქმაც „ლელოზე“ და მამუკა ხაზარაძეზე შეუძლია.

რაც შეეხება „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ შესაძლო გაერთიანების საკითხს, მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ „არაფერი დასრულებული არ არის“.

„ამ ნაწილში რამე არც დაწყებულა და არც დასრულებულა, ჩვენ „ლელოსთან“ მოლაპარაკებები არ გვქონია, არც დღეს გვაქვს. „ლელოს“ „განაცებისგან“ დაცვა შეთავაზება არ იყო, ეს ჩვენი მიზანი იყო და არის, მომავლშიც იქნება. როდესაც ,„ლელოზე“ ვსაუბრობთ, უკვე დამღლელია ეს რაღაც ჩურჩული, ჭორაობა, აღარაა ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი. „ლელოს“, ამ ახალ გაერთიანებას, ვუსურვებთ დიდ წარმატებებს, ბარიერის გადალახვას, განაგრძონ საპარლამენტო საქმიანობა. ერთადერთი, რასაც ვისურვებთ და რაც მიზნად გვაქვს დასახული, ერთპარტიული მმართველობა დავასრულოთ, ამ ქვეყანაში კითხვა არ უნდა გაჩნდეს – მშვიდობას ალტერნატივა გააჩნია თუ არ გააჩნია, და ის, რომ ქვეყანა დავუბრუნოთ ევროინტეგრაციის გზას. პოლიტიკა არ არის პირადი ოცნებების და პირადი სურვილების სივრცე – მე ამასთან ვისურვებდი, ამასთან მომინდებოდა, ეს შენი პირადი ცხოვრება კი არ არის, ეს პოლიტიკა და ქვეყანაა“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

„ლელო“, ანა დოლიძე და „თავისუფლების მოედანი“ გაერთიანდნენ. ამასთან, პარტიასთან „საქართველოსთვის“ გაერთიანების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: „მე ვარ ქრისტიანი, შემიძლია, ვაპატიო ადამიანებს, არის ოთხი კითხვა, რომელსაც უნდა უპასუხოს გიორგი გახარიამ, შემდეგ მზად ვარ, მას დაველაპარაკო“.