1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

862
0

ვერძი

ახალი საქმის დაწყებისა და ცვლილებებისთვის ხელსაყრელი დროა. ვარსკვლავების მხარდაჭერით შეძლებთ ის განახორციელოთ, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ. პირად საქმეებში წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ – თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ოჯახში ქაოსს და უთანხმოებას შემოიტანს. ნუ ანდობთ საკუთარ საიდუმლოს ადამიანს, რომელსაც კარგად არ იცნობთ.

კურო

კუროსთვის ეს დღე ინტერესებისა და შეხედულებებისა შეცვლასთან ასოცირდება. ვარსკვლავები ცდილობენ, საკუთარ ნაკლოვანებებზე დაგაფიქრონ და შექმნილი ვითარების მიზეზი დაგანახონ. დროა, შეწყვიტოთ ურთიერთობა, რომელსაც სიხარული აღარ მოაქვს. იფიქრეთ იმაზე, თუ რა დაგემართებათ. ეცადეთ ეს დღე აზრებისა და გრძნობების მოწესრიგებისთვის გამოიყენოთ.

ტყუპები

ვარსკვლავები ტყუპებს გზაზე საფრთხის შესახებ აფრთხილებენ. თუ შესაძლებელია, გააუქმეთ შორ მანძილზე მგზავრობა და ეცადეთ, მანქანის მართვის დროს სიფრთხილე გამოიჩინოთ. იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ, რომ კოლეგის ღია მტრობა და უარყოფითი გავლენა გულთან ახლოს არ მიიტანოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ საჭირო მედიკამენტები ახლოს უნდა იქონიოთ.

კირჩხიბი

ეს დღე განათლებას და თვითგანვითარებას უნდა დაუთმოთ. ახალი ინფორმაციის გააზრებას და დამახსოვრებას ისე კარგად ახერხებთ, როგორც არასდროს და ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ. ამ დღეს ბედი იმის მხარეზეა, ვისაც რისკის არ ეშინია. არ დაგავიწყდეთ, მადლობა გადაუხადოთ ადამიანს, ვინც რთულ დროს არ მიგატოვათ. იმოქმედეთ პრინციპით „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“, რათა გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვათ.

ლომი

ემოციებით სავსე ხართ და საკუთარი ქმედებების გაკონტროლება გიჭირთ. გამორიცხული არ არის, შემთხვევით სხვისი საიდუმლო გაამხილოთ ან თანამოსაუბრეს მძიმე სიმართლე პირდაპირ სახეში მიახალოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჯერ კარგად დაფიქრდეთ და სათქმელი შემდეგ თქვათ. შფოთვის და ნერვიულობის მიზეზი არ გაქვთ, ეცადეთ, თავი გააკონტროლოთ.

ქალწული

ამ დღეს მთელი ყურადღება ერთი შეხედვით უმნიშვნელო პრობლემის მოგვარებაზე უნდა გაამახვილოთ. სწორედ აქ შეიძლება იმალებოდეს მთავარი სირთულე, რომელიც უახლოეს დღეებში თავსატეხს გაგიჩენთ. ამ დღეს დაწყებული საქმე ხვალისთვის არ უნდა გადადოთ. კოლეგისთვის გაწეული დახმარება სამსახურში თქვენს ავტორიტეტს გაზრდის. სავარაუდოდ, საღამოს სტუმრად დაგპატიჟებენ და სასურველია მიწვევა მიიღოთ.

სასწორი

ამ დღეს ბევრი სიტუაციის შედეგი მხოლოდ თქვენს არჩევანზე იქნება დამოკიდებული. საყვარელი ადამიანის რჩევები საოჯახო საქმეების მარტივად მოგვარებაში დაგეხმარებათ. ვიღაც შეეცდება, თქვენი სიკეთით ისარგებლოს და საკუთარი პასუხისმგებლობა გადმოგაბაროთ. ნუ მისცემთ გარშემო მყოფებს თქვენით მანიპულირების საშუალებას. ხელსაყრელი დროა ოჯახთან ერთად მოგზაურობისთვის. ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობის შემდეგ დასვენება ნამდვილად დაიმსახურეთ.

მორიელი

მეგობრის რჩევა რთული არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. დღის პირველი ნახევარი მშვიდად ჩაივლის, ამიტომ მნიშვნელოვან საქმეები ამ დროისთვის უნდა დაგეგმოთ. ამ დღეს აღმოაჩენთ კავშირს ფაქტებსა და მოვლენებს შორის, რომლებიც ადრე შემთხვევითი გეგონათ.

მშვილდოსანი

ოჯახური პრობლემების, ჯანმრთელობასა თუ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება დიდ დროს წაგართმევთ. ფინანსურ საკითხებში ეცადეთ, მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებს დაეყრდნოთ. ხელსაყრელი დღეა ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მისაღებად. სასურველია სამსახურის საკითხები შუადღემდე მოაგვაროთ. დღის მეორე ნახევარში ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება გაჭიანურდება და სასურველ შედეგს არ მოგიტანთ.

თხის რქა

ამ დღეს კითხვებზე პასუხებს საკუთარ თავში იპოვით. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და არა ადამიანებს, რომლებსაც თქვენთან არაფერი აკავშირებთ. ეცადეთ, ყველა საქმე გვერდით გადადოთ და დაეხმაროთ ადამიანს, რომელსაც თქვენი დახმარება სჭირდება. შორიდან მიღებული ცნობები ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ფრთხილად იყავით კოლეგებთან ურთიერთობაში. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაც მახეს გიგებთ.

მერწყული

უახლოესი მეგობარი ფინანსებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე გავლენას მოახდენს. თუ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი გეპარებათ, დახმარებისთვის გამოცდილ ადამიანებს უნდა მიმართოთ. ახალ დავალებას ნუ დათანხმდებით, სანამ საკუთარ შესაძლებლობებს არ შეაფასებთ – ეს ამოცანა შეიძლება თქვენთვის ძალიან რთული იყოს. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც ამ დღეს მოისმენთ.

თევზები

ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ გაჭიანურებული დავა თქვენს სასარგებლოდ დაასრულოთ. ზოგჯერ ჯობია ადგილზე დარჩეთ და მიმავალ მატარებელს არ გაეკიდოთ. სავარაუდოდ, სამსახურში საკუთარი თვალსაზრისის დაცვა მოგიწევთ. ეცადეთ, ოპონენტის საჯარო შეურაცხყოფისგან თავი შეიკავოთ, მით უმეტეს, რომ საკუთარ გაცხარებას მალე ინანებთ.