ტრამპზე თავდასხმამდე პოლიციამ საიდუმლო სამსახურს აცნობა, რომ წინასაარჩევნო ყრილობის ტერიტორიაზე საეჭვო პირს ეძებდა -NBC News
დონალდ ტრამპზე თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე, ადგილობრივმა პოლიციამ საიდუმლო სამსახურს აცნობა, რომ პენსილვანიაში, სადაც ტრამპს წინასაარჩევნო ყრილობა უნდა გაემართა, საეჭვო პირს ეძებდა. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ღონისძიებაზე მყოფ პოლიციელებს თვითმხილველებმა საფრთხის შესახებ, ცეცხლის გახსნამდე, სულ მცირე, 2 წუთით ადრე აცნობეს.
მედია სვამს შეკითხვას, თუ რატომ არ გაიყვანეს ტრამპი სცენიდან დროულად და რატომ ვერ შეძლო საიდუმლო სამსახურმა ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობის თავიდან არიდება.
გასულ შაბათს პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო. დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. ტრამპის თქმით, ტყვიამ მას მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გაუხვრიტა.