1. Home
  2. TOP სიახლე
  3. არ ველოდები აშშ-ის სანქციებს, კრიტიკა უსამართლოდ მიმაჩნია, ვინაიდან გამჭვირვალობა საქართველოში იმაზე ნაკლებად აქტუალური არ არის, ვიდრე ევროპასა და აშშ-ში -ვოლსკი
არ ველოდები აშშ-ის სანქციებს, კრიტიკა უსამართლოდ მიმაჩნია, ვინაიდან გამჭვირვალობა საქართველოში იმაზე ნაკლებად აქტუალური არ არის, ვიდრე ევროპასა და აშშ-ში -ვოლსკი

არ ველოდები აშშ-ის სანქციებს, კრიტიკა უსამართლოდ მიმაჩნია, ვინაიდან გამჭვირვალობა საქართველოში იმაზე ნაკლებად აქტუალური არ არის, ვიდრე ევროპასა და აშშ-ში -ვოლსკი

180
0

არ ველოდები აშშ-ის სანქციებს, რადგან სამართლიანობის თემას ვერანაირად ვერ მოვხსნი დღის წესრიგიდან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გამჭვირვალობა საქართველოში იმაზე ნაკლებად აქტუალური არ არის, ვიდრე არის ევროპასა და აშშ-ში.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილის განცხადება მოვისმინეთ, რომ ამ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა ვერაფერს გეტყვით, რა შედეგებზე გავლენ – შემდგომ განცხადებებს დაველოდოთ. არ ველოდები აშშ-ის სანქციებს, რადგან სამართლიანობის თემას ვერანაირად ვერ მოვხსნი დღის წესრიგიდან. კრიტიკა უსამართლოდ მიმაჩნია, ვინაიდან გამჭვირვალობა საქართველოში იმაზე ნაკლებად აქტუალური არ არის, ვიდრე არის ევროპასა და აშშ-ში. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ასეთი გამჭვირვალობისთვის ვითომ და მზად იყვნენ, შემდეგ კი საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. კანონპროექტის დღის წესრიგში დაბრუნება სწორედ ამან განაპირობა. ყოველდღიურად ველოდებით, რომ ვინმე პარტნიორი ქვეყნებიდან ან არასამთავრობო ორგანიზაციების დამფინანსებლები განაცხადებენ იმის თაობაზე, რომ გამჭვირვალობა ნამდვილად არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ საქმიანობაში არ უნდა იყვნენ ჩართული. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების და კონკრეტული პროგრამების დაფინანსების გამჭვირვალობას ვითხოვთ. ამაში არაფერია ისეთი, რაც რუსულ კანონს ჰგავს და იმ ინტერესს შეესაბამება, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს გააჩნია, რათა არ მოხდეს არასამთავრობო ორგანიზაციების რესურსის დესტაბილიზაციისთვის გამოყენება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მიტინგზე იდგნენ და ბომბებსაც კი ითხოვდნენ იმის გამო, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში არ ჩაერთო.

„სამწუხაროდ, ვიხილეთ მაგალითი, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მიტინგზე იდგნენ და მთავრობის გადაყენებასა და ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვდნენ. ბომბებსაც კი ითხოვდნენ იმის გამო, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში არ ჩაერთო. გვაქვს მაგალითი, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციამ ხმების პარალელური დათვლა გააყალბა, რამაც სერიოზული აჟიოტაჟი, დაპირისპირება გამოიწვია და საკმაოდ სერიოზული წინაპირობა შეუქმნა დესტაბილიზაციას. შარლ მიშელის შეთანხმებით არასამთავრობო ორგანიზაციებსაც გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა აეღოთ საკუთარ თავზე, მაგრამ კვლავ პოლიტიკურ ველზე, პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე დარჩნენ. გამომდინარე აქედან, ჩვენ მიერ მიღებული კანონი სავსებით ნორმალური და ევროპული სტანდარტისაა“, – აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ჩართულობა საქართველოს მთავრობის შესაბამის მაღალჩინოსნებთან და არსებობს საკითხები, რომლებიც აშშ-ს სურს, პრიორიტეტად აქციოს ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში.