1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პრემიერის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს პოლიტიკას, დამოკიდებულებას უკრაინისადმი-გიორგი ვოლსკი
პრემიერის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს პოლიტიკას, დამოკიდებულებას უკრაინისადმი-გიორგი ვოლსკი

პრემიერის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს პოლიტიკას, დამოკიდებულებას უკრაინისადმი-გიორგი ვოლსკი

115
0

პრემიერის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს პოლიტიკას, დამოკიდებულებას უკრაინისადმი, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მონაწილეობას ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში.

როგორც გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკას“ განუცხადა, საქართველოს არც ერთხელ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც უკრაინის ინტერესებს დაუპირისპირდებოდა.

„პრემიერის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს პოლიტიკას, დამოკიდებულებას უკრაინისადმი. არც ერთხელ გადაგვიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც უკრაინის ინტერესებს დაუპირისპირდებოდა. ჰუმანიტარული დახმარება, პოლიტიკური დახმარება, სასამართლოზე, მათ შორის, ჰააგის ტრიბუნალისადმი მიმართვა, იქ ყველგან არის საქართველო.

რასაკვირველია, ამ პოზიციის დაფიქსირება არის მნიშვნელოვანი, სხვა ქვეყნის ლიდერებთან საუბრები, შეხვედრები“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ირაკლი კობახიძე დღეს ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.