1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1.19K
0

ვერძი

მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ხართ, ამიტომ ზოგჯერ მეტისმეტად ენერგიული და ხალისიანი ადამიანები გიზიდავთ. ეცადეთ, ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ და თუ შესაძლებელია, გამოასწოროთ. ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებმაც ერთხელ უკვე გიღალატეს, რადგან მოღალატეები არასოდეს იცვლებიან. თავს გაუფრთხილდით და აკონტროლეთ თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა.

კურო

ნუ ჩქარობთ დასკვნების გამოტანას და გადაწყვეტილების მიღებას, რადგან შეიძლება ინტუიციამ გიღალატოთ. მოგზაურობაზე ოცნება ცოტა ხნით უნდა დავიწყოთ. ეს დღეები განმარტოებით, საკუთარ ფიქრებთან ერთად გაატარეთ. არახელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. ნუ ეცდებით შეინარჩუნოთ ის, რაც აღარ გჭირდებათ და ჩვევის გამოო ვერ ელევით.

ტყუპები

ფრთხილად იყავით – მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ეცადეთ, დღის განმავლობაში მეტი დაისვენოთ, ჯანსაღი პროდუქტები მიირთვათ და ძალები აღიდგინოთ. გადაწყვეტილების მიღებამდე მოსალოდნელი შედეგი უნდა გათვალოთ. ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული და ნუ გასცემთ დაპირებებს, რომლებიც შესაძლოა ვერ შეასრულოთ.

კირჩხიბი

გირჩევთ, ეს დღე ოჯახთან ერთად გაატაროთ და დაგროვილი პრობლემები და ოჯახის ბიუჯეტი განიხილოთ. არ ინერვიულოთ მეგობრებთან შესაძლო კონფლიქტის გამო, საბოლოოდ დაზავდებით და თქვენი შეხვედრა გულწრფელ ატმოსფეროში წარიმართება. ისწავლეეთ, რომ პრობლემას მხოლოდ თქვენი გადმოსახედიდან არ უნდა უყუროთ. ასეთ დროს ორივე მხარე დამნაშავეა და პასუხისმგებლობას არ უნდა გაექცეთ.

ლომი

დილას ზედმეტ პრაქტიკულობას და რაციონალიზმს უნდა მოერიდოთ, რადგან გარშემომყოფებმა შეიძლება არასწორად გაიგონ. ეცადეთ მოდუნდეთ, რადგან დასვენებული გონება გამოსავალს უფრო სწრაფად პოულობს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. ყურადღებით იყავით – ამ დღეს თქვენი მტრები განსაკუთრებით აქტიურობენ და შეეცდებიან, თქვენი ავტორიტეტი და განწყობა დაანგრიონ.

ქალწული

მშვენიერი დღეა ფლირტისა და ხანმოკლე რომანებისთვის. ამ დღეს ნებისმიერ ადამიანს ადვილად მოხიბლავთ. თქვენი სიკეთე, კეთილშობილება, პიროვნული ხიბლი და იუმორის გრძნობა ადამიანებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. შესაძლოა უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ ან აგრესიულ ადამიანებს შეხვდეთ.

სასწორი

ამ დღეს სასწორები შეძლებთ, თქვენი ხანგრძლივი შრომის ნაყოფი მიიღოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება უმნიშვნელო კამათმა დიდი კონფლიქტი და უსიამოვნება გამოიწვიოს, ამიტომ ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ. რთულ სიტუაციაში შეგიძლიათ ოჯახის და მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ.

მორიელი

ამ დღეს შეიძლება ახალი შეთავაზება მიიღოთ, რომელიც თქვენს ნიჭსა და შესაძლებლობებს სრულად გამოავლენს. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება დაგეხმარებათ, პრობლემებს უმოკლეს დროში გაუმკლავდეთ და საუკეთესო შედეგი დადოთ. ახალი ნაცნობობისთვის არახელსაყრელი დღეა. ამ დღეს გაცნობილი ადამიანი, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

მშვილდოსანი

ნუ გამოიჩენთ სამსახურში ინიციატივას და ნუ ეცდებით იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე შეგიძლიათ, თორემ სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. ამ დღეს ბევრი დაბრკოლება გელით. სამსახურში მოსალოდნელია კონფლიქტები. ყურადღება მიაქციეთ პროდუქტებს, რომელთა ყიდვაც გსურთ. დროა, გათავისუფლდეთ ადამიანებისგან, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ ტკივილი მოაქვთ.

თხის რქა

ამ დღეს ხმაურიან თავყრილობებს უნდა მოერიდოთ და საყვარელ ადამიანთან ერთად მყუდრო ადგილზე განმარტოვდეთ. შესაძლოა ოჯახური პრობლემების გადასაჭრელად სამსახურისთვის გამოყოფილი დროის შემცირება დაგჭირდეთ.

მერწყული

საინტერესო და მოვლენებით დატვირთული დღეა. ვინც კარგად არ გიცნობთ, შეიძლება ზედაპირულ და არასერიოზულ ადამიანად მოეჩვენოთ, თუმცა მალე აზრს შეიცვლის. ეცადეთ, საკუთარ ღირებულებებს უფრო სერიოზულად მოეკიდოთ. ახალი ნაცნობი ძალიან დაგეხმარებათ. გირჩევთ, სახლის დიზაინისთვის წვრილმანი აქსესუარები შეიძინოთ, რომელთა გარეშე მყუდრო ატმოსფეროს შექმნა შეუძლებელია.

თევზები

თუ კარგად დაგეგმავთ, მივლინება შესანიშნავად ჩაივლის. შეიძლება დახმარებისთვის მეგობრებს მიმართოთ – მათი მხარდაჭერა სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს. სასურველია შაბათ-კვირა ქალაქგარეთ გაატაროთ. ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული, რათა ახალი პრობლემები არ შეიქმნათ და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.