1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვარშავის უნივერსიტეტმა წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის 2024 წლის ლაურეატები გამოავლინა
ვარშავის უნივერსიტეტმა წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის 2024 წლის ლაურეატები გამოავლინა

ვარშავის უნივერსიტეტმა წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის 2024 წლის ლაურეატები გამოავლინა

159
0

ვარშავის უნივერსიტეტის ჩარტორისკების სასახლეში წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემიის მიმნიჭებელმა კომისიამ 2024 წლის ლაურეატები დაასახელა. პრემია ქართველ და პოლონელ მეცნიერებს მიენიჭათ.

კერძოდ, პრემია მიენიჭა დავით მუსხელიშვილს – ისტორიკოსს, საზოგადო მოღვაწეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს. დაჯილდოვდა თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიის განვითარებაში, კერძოდ, ისტორიული გეოგრაფიის შესწავლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;

პიოტრ მ.ა. ცივინსკის – ისტორიკოსს, მედიევისტს, საზოგადო მოღვაწეს, პოლონურ-ებრაული და ქრისტიანულ-ებრაული დიალოგის აქტიურ მონაწილეს. დაჯილდოვდა ოსვენციმის (აუშვიც-ბირკენაუს) საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნის შენარჩუნებისა და თაობებისთვის გადაცემის, წმინდა გრიგოლ ფერაძის ცხოვრება-მოღვაწეობის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია 2010 წელს ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის ქართველოლოგიური ჟურნალის, „პრო გეორგიას“ საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით დაწესდა და მას ორ წელიწადში ერთხელ გასცემენ. დაჯილდოების ცერემონია 2024 წლის 6 დეკემბერს გაიმართება ვარშავის უნივერსიტეტის ჩარტორისკების სასახლეში, წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის კავკასიოლოგთა 21-ე საერთაშორისო კონფერენციაზე.