1. Home
  2. TOP სიახლე
  3.  საქართველოში მაიდანიზაცია არ მოხდება-დავით მათიკაშვილი
 საქართველოში მაიდანიზაცია არ მოხდება-დავით მათიკაშვილი

 საქართველოში მაიდანიზაცია არ მოხდება-დავით მათიკაშვილი

268
0

საქართველოში მაიდანიზაცია არ მოხდება, ქვეყანაში იქნება მშვიდობა და დემოკრატიული პროცესი. ვინ არის ქვეყნის ხელისუფალი, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი და არა ადამიანთა ერთი ჯგუფი ან ქუჩაში გამოსული ადამიანების რაღაც პროცესი. ეს მოხდება არა რევოლუციის, არამედ არჩევნების გზით და ამას შეეგუონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, საქართველოში არანაირი ძალადობა და დესტრუქციის მცდელობა არ გაუვათ.

„მაიდანიზაცია საქართველოს მტრებს უნდათ. როგორც კი ოპოზიციას კბილი მოუცვდება და ვერ შეძლებენ მზაკვრული გეგმების განხორციელებას, იმ წუთას მათი მხრიდან ჩნდება ნარატივი, თითქოს ეს არის ხელისუფლების ფანტაზიები. ფანტაზიაში თავად ოპოზიციაა, რადგან მათ სურთ, საქართველოში შექმნან წინაპირობა ხელისუფლების შეცვლისთვის. მათი ეს მცდელობა ფიასკოსთვის არის განწირული. ყველა დაელოდოს არჩევნებს. ვის უნდა მაიდანი? როგორ შეიძლება, ქვეყანასთან სტრატეგიულ პარტნიორობაში იყო, გსურდეს ამ ქვეყანაში მშვიდობა და თან რაღაც კუთხით მაიდანიზაციის მომხრე იყო“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, უილიამ კორტნიმ კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე განაცხადა: „უკრაინასა და საქართველოს თუ შევადარებთ, დიდი ხნის განმავლობაში მათ პარალელური გზა ჰქონდათ ევროკავშირისკენ, პროდასავლური მომავლისკენ. მათი პრობლემა იყო გაყალბებული არჩევნები ან ლიდერები, რომელთაც სურდათ დროის უკან დაბრუნება. ასე მოხდა სახალხო რევოლუციები. ჯერ იყო „ვარდების რევოლუცია“ საქართველოში, შემდეგ, დაახლოებით ერთი წლის მერე „ნარინჯისფერი რევოლუცია“ უკრაინაში, შემდეგ, 2014 წელს მეორე რევოლუცია უკრაინაში, მაიდანი“.