1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საქართველოში უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ხელისუფლება არჩევნებით შეიცვალოს, ამაში დარწმუნებული ვარ და სხვა სცენარს არც განვიხილავ – ხატია დეკანოიძე
საქართველოში უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ხელისუფლება არჩევნებით შეიცვალოს, ამაში დარწმუნებული ვარ და სხვა სცენარს არც განვიხილავ – ხატია დეკანოიძე

საქართველოში უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ხელისუფლება არჩევნებით შეიცვალოს, ამაში დარწმუნებული ვარ და სხვა სცენარს არც განვიხილავ – ხატია დეკანოიძე

157
0

საქართველოში უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ხელისუფლება არჩევნებით შეიცვალოს, ამაში დარწმუნებული ვარ და სხვა სცენარს არც განვიხილავ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებზე ქართველი ხალხის ნება უნდა დაფიქსირდეს და ვისაც რომელი პარტია უნდა, ის შემოხაზოს.

„ჩვენი მთავარი ამოსავალი წერილი არჩევნებია. ჩვენ გვინდა ხელისუფლება არჩევნებით შევცვალოთ. ჩვენ გვინდა, რომ არჩევნებამდე მივიდეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის რაც შეიძლება ნაკლები ზიანით და არჩევნებზე დაფიქსირდეს საქართველოს მოქალაქეების ნება, ვისაც რომელი პარტიაც უნდა, ის შემოხაზოს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ და ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს პირდაპირ უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეების მთავარი ინტერესი უნდა შესრულდეს. ვინ რაზე საუბრობს მე არ ვიცი, მაგრამ ქართველი ხალხი რაზე საუბრობს მე შემიძლია, გავანდო „ქართულ ოცნებას“. ქართველი ხალხი საუბრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია, ევროინტეგრაცია, კეთილდღეობა და მშვიდობა სჭირდება და არ გვჭირდება ბიძინა ივანიშვილის ძალადობა და ქაოსი. მე ვიზიარებ იმას, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ხელისუფლება არჩევნებით შეიცვალოს. ამაში დარწმუნებული ვარ და სხვა სცენარს არც განვიხილავ.

კონგრესმენს ვუსმინე, მაშინ იყო უკრაინელი ხალხის სურვილზე გამხდარიყო ევროპის ნაწილი, რომელსაც იანუკოვიჩი წინ აღუდგა. ასევე აქ ბიძინა ივანიშვილი წინ აღუდგა საქართველოს მოქალაქეების სურვილს გახდეს ევროპის ნაწილი. მაგალითი იყო იმის, რომ მაშინაც იანუკოვიჩმა ასოცირების შეთანხმებას ხელო არ მოაწერა და ახლაც ჩვენ მოლაპარაკებების გახსნას ველით და შეიძლება საბოლოოდ დაიხუროს ეს ფანჯარა. იანუკოვიჩს და შევარდნაძეს თავად ივანიშვილიც ადარებდა თავს“, – აღნიშნა დეკანოიძემ.