1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ყველა იმ ევროპელმა პოლიტიკოსმა მოიხადოს ბოდიში, ვინც სააკაშვილს პოლიტპატიმრად და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლად მოიაზრებდა -შალვა პაპუაშვილი
ყველა იმ ევროპელმა პოლიტიკოსმა მოიხადოს ბოდიში, ვინც სააკაშვილს პოლიტპატიმრად და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლად მოიაზრებდა -შალვა პაპუაშვილი

ყველა იმ ევროპელმა პოლიტიკოსმა მოიხადოს ბოდიში, ვინც სააკაშვილს პოლიტპატიმრად და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლად მოიაზრებდა -შალვა პაპუაშვილი

377
0

ევროპელები, ყველა ელჩი, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლად მოიაზრებდა, გამოვიდეს, მოიხადოს ბოდიში, ამოშალონ რეზოლუციებიდან ტყუილი ჩანაწერები და შემდეგ გადავიდნენ სხვა საკითხებზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ერთი კვირა გავიდა და ამ აქტორებს, რომლებიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილს ლამის პოლიტპატიმრად მოიხსენიებდნენ, მის გამოშვებას კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად გვიყენებდნენ, იმავე სახეებსა და სახელებს, ვისაც დღეს თქვენ ხედავთ განცხადებებში, ჰქონდათ ორწლიანი შტურმი საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის ტვინების წინააღმდეგ, რომ დაერწმუნებინათ ქართველი ხალხი, თითქოს მიხეილ სააკაშვილს ვიღაც წამლავდა, ვიღაც კლავდა ციხეში, რომ ეს იყო წითელი ხაზი და ვერ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს. „იპპს“ ღონისძიებები ხომ გახსოვთ, ეს ხალხი მიხეილ სააკაშვილისთვის საპატიო სტუმრის ცარიელ სკამს რომ დგამდა. ეს ხალხი, ეს ლიდერები, ეს ევროპა მიხეილ სააკაშვილს აღიქვამდა დემოკრატიის შუქურად და ლიდერად და გვეუბნებოდა, რომ ის პოლიტპატიმარია და მას ვიღაც კლავდა. ეს ევროპაა ზუსტად, ვინც დღეს აკრიტიკებს ამ კანონს. ერთი კვირა გავიდა, ამ ლიდერებმა, ამ დიპლომატებმა და სხვა აქტორებმა, ამ ევროპამ ერთი ბოდიში მოუხადა ქართველ ხალხს? რომ ორი წელი გვატყუებდნენ, ქართველ ხალხს ატყუებდნენ, თითქოს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური მოტივაციით აქვს რაღაც მისჯილი, თითქოს მას ვიღაც წამლავს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, გამოვიდეს ევროპა და ქართველ ხალხს ორწლიანი ტყუილისთვის ბოდიში მოუხადოს.

„ზოგიერთმა ელჩმა თავი გაიგიჟა, რომ აქ პოლონელი ექიმები ჩამოსულიყვნენ. ზეწოლას ახდენდნენ ხელისუფლებაზე, მათ შორის, ევროპელი ლიდერები. ჩამოვიდნენ და ლამის სპეცსამსახურების სპეცოპერაცია მოაწყვეს და წინდით გაჰქონდათ ნიმუშები, სად არის ის ლაბორატორიული დასკვნები, რატომ არ გამოაქვეყნეს მიხეილ სააკაშვილის მძიმე მოწამვლასთან დაკავშირებით? რაც შეეხება ამ ევროპას, რომელსაც ქართველ ხალხზე პირდაპირ დეზინფორმაციული შტურმი ჰქონდა, გამოვიდეს და ქართველ ხალხს მოუხადოს ბოდიში იმ ორწლიანი ტყუილისთვის, რომლის გამოც აგიჟებდნენ ხალხს. აქ ნაკლები რეაქციები, ნაკლები აქციები იყო, ნაკლები „მონის“ და „მოღალატის“ ძახილი იყო პარლამენტის სხდომათა დარბაზში? იგივე ხალხი, იგივე სახეები, იგივე უცხოელები იყვნენ ჩართული, რუსული სტილით, ქართველი ხალხის წინააღმდეგ პროპაგანდაში და დეზინფორმაციაში. ამიტომ პასუხისმგებლობა არის იმ ევროპელების მხარეს, რომლებმაც ორი წელი ატყუეს ქართველი ხალხი. ეს ევროპელები, ყველა ელჩი, ყველა პოლიტიკოსი, ყველა ის ადამიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლად მოიაზრებდა, გამოვიდეს, მოიხადოს ბოდიში, ამოშალონ რეზოლუციებიდან ის ტყუილი ჩანაწერები, რომლებიც ევროპარლამენტსა და ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე აკადრეს ასეთ მნიშვნელოვან ინსტიტუციებს, მოიხადონ ბოდიში, შემდეგ გადავიდნენ სხვა საკითხებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.