1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პრემიერი: გაუმჭვირვალობა მთავარი ინსტრუმენტი იყო, რომ არეულობის შემოტანა ეცადათ, დღეს გამჭვირვალობა დააზღვევს მყარად საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ყველა ზომას და იქნება ეფექტური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ქვეყანა დამშვიდდეს
პრემიერი: გაუმჭვირვალობა მთავარი ინსტრუმენტი იყო, რომ არეულობის შემოტანა ეცადათ, დღეს გამჭვირვალობა დააზღვევს მყარად საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ყველა ზომას და იქნება ეფექტური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ქვეყანა დამშვიდდეს

პრემიერი: გაუმჭვირვალობა მთავარი ინსტრუმენტი იყო, რომ არეულობის შემოტანა ეცადათ, დღეს გამჭვირვალობა დააზღვევს მყარად საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ყველა ზომას და იქნება ეფექტური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ქვეყანა დამშვიდდეს

130
0

ველოდებით ყველას მხრიდან პრაგმატულ მიდგომას, პრაგმატულობა მნიშვნელოვანია. ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ პარლამენტმა ხალხის ნების შესაბამისად იმოქმედა, მიიღო აბსოლუტურად გამართული კანონი ყველა თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ კანონის მიღება არის კულმინაცია იმ პროცესის, რასაც სუვერენიტეტის გამტკიცება ჰქვია.

„არცერთი არგუმენტი ამ კანონის წინააღმდეგ არ არსებობს. ერთადერთი მეტნაკლებად მშვიდი წელი გვქონდა ჩვენ ამ ქვეყანაში 2016 წლის შემდეგ, ეს იყო 2017 წელი. გამუდმებით გვქონდა ამ ქვეყანაში არეულობის, დესტაბილიზაციის რევოლუციის მცდელობა. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ქართველი ხალხის წინაშე, რომ ვიზრუნოთ პირველ რიგში იმაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ეს ქვეყანა, რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში სათანადო ვერ ვახერხებდით ობიექტური მიზეზების გამო, თუმცა ახლა საკმაოდ მყარად ვართ იმისთვის, რომ სუვერენიტეტის ბოლომდე გამტკიცება შევძლოთ, ეს კანონიც ამას ემსახურება – სუვერენიტეტის გამყარებას და საქართველოს დამშვიდებას. გაუმჭვირვალობა მთავარი ინსტრუმენტი იყო, იმისთვის რომ ქვეყანაში არეულობის შემოტანა ეცადათ, დღეს გამჭვირვალობა დააზღვევს მყარად საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ყველა ზომას და იქნება ეფექტური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ქვეყანა დამშვიდდეს. ამ კანონის მიღება არის კულმინაცია იმ პროცესის, რასაც სუვერენიტეტის გამტკიცება ჰქვია. მე მესმის კონკრეტული ძალების აღშფოთება, ვიღაცებს მღვრიე წყალში თევზის დაჭერა უნდოდათ, თუმცა ჩვენს გვაქვს სხვა დღის წესრიგი, სხვა პასუხისმგებლობები საკუთარი მოსახლეობის წინაშე და ეს არის ის, რომ არავის ავამღვრევინოთ წყალი ამ ქვეყანაში და ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ეს ქვეყანა“, – განაცხადა კობახიძემ.