1. Home
  2. TOP სიახლე
  3. როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

2.71K
0

14 მაისს ქუთაისში +13 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. ბათუმში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ფოთში დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღე +12 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +13 იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.

გორში დღისით +13 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში თოვს, დღე +3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია ომალოში. დღისით +3, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +16 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.