“არა რუსულ კანონს, კი ევროპას” – ახალგაზრდებო, ბოლომდე გეთანხმებით ამ სლოგანში – ოღონდ ჯერ კარგად გაერკვიეთ, სადაა რუსული კანონი და ვინ გაშორებთ ან გაახლოვებთ ევროპას, თავი არავის უნდა მოატყუებინოთ-მამუკა მდინარაძე
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ – ახალგაზრდებო, ბოლომდე გეთანხმებით ამ სლოგანში – ოღონდ ჯერ კარგად გაერკვიეთ, სადაა რუსული კანონი და ვინ გაშორებთ ან გაახლოვებთ ევროპას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე FACEBOOK-ის პირად გვერდზე წერს.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, გამჭვირვალობა ვერ იქნება რუსული, ხოლო შავი ფულისთვის და დეკლარაციების არშევსებისთვის ქვეყნის ჩამოქცევის მცდელობა – ევროპული.
„ნაცმოძრაობას“ და მდიდარ „ენჯეოებს“ ახალი მდაბიო, ფაშისტური და გაღმა შედავების კამპანია წამოუწყიათ – ოღონდ ჩვენ არ გავასაჯაროოთ, რამდენ ათეულ მილიონებში ვყიდით ქვეყანას და ვინც ამის გასაჯაროებას კანონით მოითხოვს, იმას მოღალატეს დავარქმევთ და 30-30 თეთრს ჩავურიცხავთო.
რასაც რუსული ეძახეს, განხილვებზე ყველაფერი ამერიკული აღმოჩნდა და რაღა მოიფიქრონ აღარ იციან.
ის, რაც კარგია შტატებში და ევროპაში (თან უფრო მკაცრი ფორმით), საშინელებაა საქართველოში – ეს მოცემულობა არ იმუშავებს, დამიჯერეთ.
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ – ახალგაზრდებო, ბოლომდე გეთანხმებით ამ სლოგანში – ოღონდ ჯერ კარგად გაერკვიეთ, სადაა რუსული კანონი და ვინ გაშორებთ ან გაახლოვებთ ევროპას. ეს არის მთავარი კითხვა, რაზეც თავი არავის უნდა მოატყუებინოთ. გამჭვირვალობა ვერ იქნება რუსული და შავი ფულისთვის და დეკლარაციების არშევსებისთვის ქვეყნის ჩამოქცევის მცდელობა – ევროპული!“, – წერს მამუკა მდინარაძე.