ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს აქციის მონაწილეებს, , მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას”- მიხაელ გალერი
ჩემი შთაბეჭდილება ასეთია, თუ ეს ეხება უცხოელ აგენტებს, უცხოელი აგენტები, რომლებიც ჩართულები არიან ამაში, არიან მმართველ პარტიაში, რომლებიც იმეორებენ რუსულ კანონს და იმეორებენ რუსეთის მმართველობას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მიხაეილ გალერმა განაცხადა.
როგორც მიხაეილ გალერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას განაცხადა, უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს.
„პრემიერ-მინისტრ კობახიძეს თუ შევხედავთ, ცოტახნის წინ ის ხვდებოდა სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსს, სადაც დაიმსახურა დიდი მოწონება სწორი მოსაზრებების გამო, მაგრამ ამასობაში წავიდა ბუდაპეშტში ულტრამემარჯვენეების კონფერენციაზე, სადაც წარსდგა, როგორც სპიკერი. მაინტერესებს, სად მიდის ეს ქვეყანა და საით მიდის მმართველი პარტია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ხალხის სურვილს. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს იმ აქციის მონაწილეებს, რომლებიც საქართველოსა და ევროკავშირის დროშით დგანან. გარდა ამისა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუჭერთ მხარს ხალხს. ასევე მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და სანქცირებას ბატონი ივანიშვილის, რადგან ის არის უკანა ფონზე, რომელიც რეალურად ხელმძღვანელობს იქ დღის წესრიგს“, – განაცხადა გალერმა.