“ქართული ოცნება” რეალურად “რუსული ოცნებაა” , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ყოველ ჯერზე, როცა ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნება” მაქსიმალურად დაეცა, ისინი კიდევ უფრო დაბლა დაცემით მაოცებენ, ვინაიდან “ქართული ოცნება” რეალურად “რუსული ოცნებაა”.
როდესაც 83-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რუსულ კანონს, ეს დემოკრატია აღარ არის, ეს მარიონეტების შოუა. და ამ 83 ღილაკის დამჭერი მარიონეტების მმართველი ივანიშვილია. და მარიონეტების მმართველის მარიონეტების მმართველი კრემლში ზის. ოლიგარქი ერთადერთ დავალებას იღებს მისი რუსი მფლობელებისგან: “ჩაითრიე საქართველო უკან, რუსულ ჭაობში. გაანადგურე ქვეყნის ევროპული მომავალი და მახინჯი “რუსკი მირის” ნაწილი გახადე.”
პუტინის დასაკმაყოფილებლად, ივანიშვილი და მისი მარიონეტები ყველაფერს გააკეთებენ: დაარღვევენ კონსტიტუტაციას, სცემენ ხალხს, უღალატებენ ქვეყანას, მაგრამ ქართველი ხალხი უბრალოდ არ იჯდება და არ მიიღებს ამას. ახალგაზრდობა წინ უძღვება პროცესს, ვინაიდან ისინი თავისუფლებაში დაიბადნენ და რუსულ ბორკილებს არ მიიღებენ.
საქართველოს მამაც ხალხთან ერთად ვდგავართ ევროპული მომავლისთვის მათ ბრძოლაში,” – განაცხადა ფონ კრამონმა.