ყველა რუსთაველზე! არა რუსულ კანონს, წინ ევროპისკენ! -მამუკა ხაზარაძე
178
0
დღეს ყველა ერთად ვაპროტესტებთ რუსულ კანონს, – ამის შესახებ განცხადება „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მისი თქმით, საკითხი ახლა რუსეთსა და ევროპას შორის არჩევანის თვალსაზრისით დგას. ხაზარაძემ საზოგადოებას რუსთაველის გამზირზე გასვლისკენ მოუწოდა.
„დღეს ყველა ერთად ვაპროტესტებთ რუსულ კანონს. ან ევროპა, ან რუსეთი, ასე დგას საკითხი. ყველა რუსთაველზე! არა რუსულ კანონს, წინ ევროპისკენ !“- განაცხადა ხაზარაძემ.