საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს ლიეტუვაში ვიზიტზე უარი უთხრა
საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლიეტუვაში ვიზიტზე უარი უთხრა.
შესაბამისი განკარგულება უკვე გამოქვეყნდა.
როგორც მთავრობის განკარგულებით ხდება ცნობილი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტს 10-12 აპრილს გეგმავს.
საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს 2024 წლის 10 აპრილიდან 12 აპრილამდე ლიტვაში ვიზიტზე უარი უთხრა –
როგორც განკარგულებიდან ირკვევა, სალომე ზურაბიშვილმა ვილნიუსში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით წინადადება მთავრობას 27 მარტს წარუდგინა.
