ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება ადასტურებს, რომ უკრაინას იარაღად იყენებენ -მარია ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ნატო-ს უკრაინის ანტირუსულ იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს.
ზახაროვა ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ალიანსის ქვეყნებიდან უკრაინაში სამხედრო დახმარების მიწოდება უნდა იყოს არა ნებაყოფლობითი, არამედ სავალდებულო.
„ეს არის ალიანსის ანტირუსული არსის დადასტურება. მეორეც, ეს ადასტურებს, რომ ისინი უკრაინას იარაღად იყენებენ. სტოლტენბერგის ეს განცხადებები არის მტკიცებულება იმ თეზისებისა, რაზეც ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვსაუბრობთ და რასაც ნატო-ს წევრები ხშირად უარყოფენ. ეს არის აგრესიული ბლოკი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არის მომართული. არის სხვა ქვეყნები, არის სხვა მიმართულებები, მაგრამ, პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ქვეყანა, რომელიც მათ აირჩიეს სამიზნედ“, – განაცხადა ზახაროვამ.
ამასთან, ზახაროვამ აღნიშნა, რომ რუსული მხარე გულდასმით ჩაატარებს გამოძიებას „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შესახებ და არ მისცემს მის ორგანიზატორებს რაიმე უზუსტობის დაფიქსირების საფუძველს.
„ჩვენ გვესმის, რომ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი კიევის რეჟიმის ქმედებების დამადასტურებელ სტილს და ფაქტებს შეუძლია და, ცხადია, მივყავართ სათანადო დასკვნებამდე, მაგრამ მაინც უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ეს უნდა გაკეთდეს ძალიან ფრთხილად, რადგან არ უნდა მივცეთ საბაბი მათ, ვინც მოაწყო ეს ტერაქტები – არა მხოლოდ მათ, ვინც ეს განახორციელა, არამედ ვინც მოაწყო, რომ გამოძიებაში რაიმე უზუსტობა აღმოაჩინონ“, – აღნიშნა ზახაროვამ.