1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თიბისი აქტივების მართვის და საქართველოში პირველი საკრედიტო ფონდის 30 000 000 აქცია სრულად განთავსდა ინვესტორებზე
თიბისი აქტივების მართვის და საქართველოში პირველი საკრედიტო ფონდის 30 000 000 აქცია სრულად განთავსდა ინვესტორებზე

თიბისი აქტივების მართვის და საქართველოში პირველი საკრედიტო ფონდის 30 000 000 აქცია სრულად განთავსდა ინვესტორებზე

176
0

დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელი, როგორც თიბისი აქტივების მართვის, ასევე საქართველოში პირველი საკრედიტო ფონდია, რომლის 30 000 000 აქცია სრულად განთავსდა ინვესტორებზე. ფონდის შესახებ, კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო კონფერენციაზე,  საქართველოში აქტივების მართვის პერსპექტივებთან დაკავშირებული პანელური დისკუსიის ფარგლებში ისაუბრეს.

 ფონდმა 2022 წელს დაიწყო საქმიანობა, საქართველოს საინვესტიციო ფონდების შესახებ 2020 წელს ამოქმედებული კანონის შესაბამისად. თიბისი აქტივების მართვისა და დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელის საქმიანობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირდება.

ფონდის სტრატეგია მსხვილი კორპორატიული კლიენტების უზრუნველყოფილ, სხვადასხვა სექტორსა და დივერსიფიცირებულ სასესხო პორტფელში ინვესტირებაა. ფონდი მოგებას წელიწადში 2-ჯერ ანაწილებს ინვესტორებზე. 2023 წლის ბოლოს, ინვესტორების მომგებიანობამ, წლიური 10.41% შეადგინა დოლარში.

 მსოფლიოში მზარდი საპროცენტო განაკვეთების ფონზე, ობლიგაციების ბაზარი, ბოლო დროს, განსაკუთრებით მიმზიდველია ინვესტორებისთვის. შესაბამისად, საკრედიტო ფონდის შეთავაზება დროული ნაბიჯი იყო თიბისი აქტივების მართვის მხრიდან, მასში ინვესტირება კი – ქართულ ბაზარზე ინოვაციური და ახალი შესაძლებლობა ინვესტორებისთვის. 2023 წელს ფონდისგან მიღებულმა მომგებიანობამ, თიბისი აქტივების მართვის სწორმა კორპორატიულმა მმართველობამ და დროულმა და გამჭვირვალე ანგარიშგებამ,  ფონდის მიმართ, ინვესტორების ნდობა და მზარდი ინტერესი განაპირობა.

 თიბისი აქტივების მართვა მომავალში, დამატებით, სხვა ტიპის საინვესტიციო ფონდების შექმნასაც გეგმავს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ინვესტორების საჭიროებაზე იქნება მორგებული და რაც ფასიანი ქაღალდების ბაზრის კიდევ უფრო გააქტიურებას შეუწყობს ხელს.

(R)