25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ამ დღეს გუნდური მუშაობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, გუშინდელი საქმეები დროულად დაასრულოთ. თუ დახმარება გჭირდებათ, ამის პირდაპირ თქმა ნუ მოგერიდებათ. ცდილობთ, ცხოვრებაში საკუთარი ადგილი იპოვოთ და ამ იმპულსს არ უნდა შეეწინააღმდეგოთ – შესაძლებელია, სოციალური მდგომარეობა ან კარიერა მალე გაიუმჯობესოთ.
კურო
დილიდან რთული ამოცანის წინაშე დადგებით და იმაზე, თუ როგორ მოაგვარებთ, ბევრი რამ არის დამოკიდებული. ბევრი სამუშაო გაქვთ, მაგრამ შესაძლებლობები, რომელსაც ბედი გთავაზობთ, ხელიდან არ უნდა გაუშვათ. თუ პრობლემებს საღამომდე მოაგვარებთ, მეგობრებთან შეხვედრის დროც დაგრჩებათ.
ტყუპები
ხელსაყრელი და წარმატებული დღეა, მთავარია, არ იზარმაცოთ და მონდომება გამოიჩინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელ ადამიანს თქვენი გრძნობების შესახებ უამბოთ. საუბრის დროს გაურკვევლობას უნდა მოერიდოთ. ადამიანებს საკუთარ სურვილებზე ან ეჭვებზე პირდაპირ უნდა უთხრათ – მხოლოდ ამ შემთხვევაში მოგისმენენ.
კირჩხიბი
დღის პირველ ნახევარში წვრილმან უსიამოვნებებს უნდა გაუმკლავდეთ. ამ დღეს თქვენი წარმატება მეტწილად სხვა ადამიანებზეა დამოკიდებული, ამიტომ გარშემომყოფებს ყურადღებით მოუსმინეთ და მათ მოსაზრებებს დაეთანხმეთ. თუ რაღაცის შეცვლა გინდათ, გამბედაობა უნდა მოიკრიბოთ და თუ ვერაფერს ცვლით, მოთმინება უნდა გამოიჩინოთ.
ლომი
რთული, კონფლიქტური დღისთვის უნდა მოემზადოთ. სირთულეების მიუხედავად, გარკვეული საკითხების მოგვარებას და დისკუსიებში გამარჯვებას შეძლებთ. ემოციების მიუხედავად, ეცადეთ, გარშემო მყოფების მიმართ თავაზიანი და მშვიდი დამოკიდებულება შეინარჩუნოთ და შეურაცხყოფა არავის მიაყენოთ. თუ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა რამედ გიღირთ, არ უნდა აწყენინოთ. გახსოვდეთ, რომ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება არ გამოდგება.
ქალწული
რთული დღეა, რომელიც ბევრ სანერვიულოს მოგიტანთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მომხდარს მშვიდად შეხვდეთ და გონივრულად იმოქმედოთ. საშუალება გექნებათ, რომ უფროსი და კოლეგები თქვენი საუკეთესო პროფესიული თვისებებით გააოცოთ. ამ დღეს ჩვეულის საზღვრებს არ გასცდეთ, რადგან ექსპერიმენტების ნებისმიერი მცდელობა უარეს შემთხვევაში საზიანო იქნება, უკეთეს შემთხვევაში კი – არაეფექტური.
სასწორი
ეცადეთ, თქვენი ინტელექტუალური უნარები სწორად გამოიყენოთ და სტრესული საქმე დროულად დაასრულოთ. ამ შემთხვევაში შანსი გექნებათ, რომ საღამო სასიამოვნოდ გაატაროთ და საინტერესო ადამიანი გაიცნოთ. საუკეთესო შედეგის მისაღწევად უპირატესობა გუნდურ მუშაობას უნდა მიანიჭოთ.
მორიელი
დღევანდელი მოვლენები გაიძულებთ, რომ გარშემო განვითარებულ მოვლენებს სხვა თვალით შეხედოთ და ვიღაცის ან რაღაცის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ. ყურადღების კონცენტრირება გიჭირთ, ამიტომ ეცადეთ, ნაკლები ისაუბროთ და აზრები მკაფიოდ გამოხატოთ. ამ დღეს აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც მორიელის გაკრიტიკება ან უკმაყოფილების გამოხატვა სურთ, მაგრამ ეცადეთ, ეს მშვიდად მიიღოთ.
მშვილდოსანი
სავარაუდოდ, მოსაწყენი და ერთფეროვანი სამუშაოს შესრულება მოგიწევთ, მაგრამ მდიდარი წარმოსახვის დახმარებით, ყველა დავალებას სწრაფად დაასრულებთ და დამსახურებულ ჯილდოს მიიღებთ. სასიამოვნო თანამოსაუბრე დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ. საყვარელ ადამიანთან საუბარი დაგამშვიდებთ და თავდაჯერებას შეგმატებთ.
თხის რქა
პრინციპულობა და მიზანსწრაფულობა სასურველი შედეგების მიღებაში დაგეხმარებათ. თუ საჭიროა, კიდეც უნდა გარისკოთ, რადგან არის შანსი, მიიღოთ ის, რაზედაც დიდი ხანია ოცნებობთ. ფრთხილად იმოქმედეთ და ყოველი ნაბიჯი გათვალეთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ, რადგან მისი შედეგები დიდხანს გაგყვებთ.
მერწყული
რთული დღეა. დილიდან მოულოდნელ პრობლემებთან გამკლავება მოგიწევთ, მაგრამ პოზიტიური განწყობა და ერთგული მეგობარი ამაში დაგეხმარებათ. ყველაზე მეტად კომპრომისების პოვნა და შეთანხმების მიღწევა გიჭირთ, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებას მეტი დრო დასჭირდება.
თევზები
ვარსკვლავები გირჩევენ, მომხდარის გასააზრებლად აქტივობა შეამციროთ და ცოტა ხნით დაისვენოთ. დროა, სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და თქვენი ქმედებების შესაძლო რისკები გამოთვალოთ. ფრთხილად იყავით – ვიღაც თქვენით მანიპულირებას ცდილობს.