1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ისე წარმოაჩენენ, თითქოს, ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც სესია მოიწვია, მუშაობა სურს და სხვას – არა- პაპუაშვილი
“ისე წარმოაჩენენ, თითქოს, ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც სესია მოიწვია, მუშაობა სურს და სხვას – არა- პაპუაშვილი

“ისე წარმოაჩენენ, თითქოს, ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც სესია მოიწვია, მუშაობა სურს და სხვას – არა- პაპუაშვილი

264
0

„საპარლამენტო საქმიანობა მიმდინარეობს და ვხედავთ, რომ ამ საპარლამენტო მუშაობაში, ოპოზიციის ნაწილი ჩართულია, ხოლო ნაწილი ამაზე უარს აცხადებს. რიგგარეშე სესიის მოწვევით, ისე წარმოაჩენენ, თითქოს, სესიის მომწვევ ნაწილს მუშაობა სურს და სხვას – არა. რეალურად, საქმე პირიქითაა. საპარლამენტო მუშაობა მიდის და სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი ამ სამუშაოს ბოიკოტს უცხადებს“, – განაცხადა საქართველოს პარლემენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.

 

შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციის ნაწილის მიერ დღის წესრიგად დასახელებული საკითხები ინკლუზიურობის პრინციპის დაცვით ვერ განიხილება, ვინაიდან საკითხების ნაწილი რეკომენდაციებსა და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

 

„როგორ წარმოგიდგენიათ ინკლუზიურობა, როდესაც, მზა კანონპროექტბის მიღებას გვთავაზობთ, მათ შორის, ისეთების, რომლებიც 12 პუნქტსა და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ნაცვლად იმისა, რომ იმ ინკლუზიური პროცესის მონაწილეები იყოთ, რომელიც, როგორც კომიტეტების მუშაობის ფორმატში, ისე – სამუშაო ჯგუფებში, პარლამენტმა უკვე დაიწყო და მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი საპარლამენტო საქმიანობა და მუშაობაა. ამიტომ, ისეთი სურათის წარმოჩენა, თითქოს, პარლამენტი არ მუშაობს და ახლა უნდა დაიწყოს მუშაობა, რბილად რომ ვთქვათ, ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. მინდა, კიდევ ერთხელ, ყველას მოვუწოდო, მიმდინარე საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტს ნუ უცხადებენ. შვიდი კომიტეტის სხდომა ჩატარდა, ხუთი სამუშაო ჯგუფის სხდომა ჩატარდა, ამ კვირაშიც, რამდენიმე ასეთი სხდომაა ჩანიშნული. ამ სხდომებში ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად დაწყებულ საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთონ.

 

„თუ გსურთ, რომ საქართველოს ევროპული მომავლის მონაწილე იყოთ, ეს სურვილი საპარლამენტო სამუშაოში გამოიხატება და გთხოვთ, რომ მასში მონაწილეობა მიიღოთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.