სააკაშვილმა თავისი პატიმრობის განმავლობაში გადაიხადა უამრავი ფული, რომ მაქსიმალურად დაეზიანებინა საქართველო”-ირაკლი ქადაგიშვილი
უნდა გავითვალისწინოთ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაუბედურებული ადამიანების პოზიცია და არა მისი პარტიული მომხრეების ხელმოწერები, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ დაეზიანებინა საქართველო.
„უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ ადამიანმა თავისი პატიმრობის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა „ფეიკების“ მოშველიებით, გადაიხადა უამრავი ფული იმაში, რომ მაქსიმალურად დაეზიანებინა საქართველო და ქვეყანას დააბრალა, რომ მას წამლავენ, აწამებენ, კლავენ, არ მკურნალობენ. ამაზე უფრო მძიმე შეტევა სახელმწიფოზე არავის განუხორციელებია. აქედან გამომდინარე, თუ პრეზიდენტს ამ ქვეყნის პრეზიდენტის ინსტინქტი ოდნავ მაინც შერჩენია, უნდა დაიცვას ეს ქვეყანა ასეთი აგრესიული შემოტევებისგან“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.