1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „გამოცდილი და პროგნოზირებადი: პუტინს ამერიკის პრეზიდენტად ჯო ბაიდენი ურჩევნია”- Associated Press
„გამოცდილი და პროგნოზირებადი: პუტინს ამერიკის პრეზიდენტად ჯო ბაიდენი ურჩევნია”- Associated Press

„გამოცდილი და პროგნოზირებადი: პუტინს ამერიკის პრეზიდენტად ჯო ბაიდენი ურჩევნია”- Associated Press

956
0

ამერიკული ცნობილი საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „ესოშეითედ პრესის“ (Associated Press) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გამოცდილი და პროგნოზირებადი: ვლადიმერ პუტინს ამერიკის პრეზიდენტად ჯო ბაიდენი ურჩევნია’ (ავტორი – დევიდ სმიტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

„რუსეთს ურჩევნია შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვოს არჩევნებში, ვიდრე დონალდ ტრამპმა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. რუსი ლიდერის თქმით, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპზე უფრო მეტად გამოცდილი და პროგნოზირებადი პიროვნებას წარმოადგენს – მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი კატეგორიულად არ ეთანხმება ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოლიტიკას.

ვლადიმერ პუტინმა ეს კომენტარი 14 თებერვალს რუსეთის ფედერალური სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკის მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა, რომელშიც ჯო ბაიდენი, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება.
არჩევნებს ფონად გასდევს რუსეთსა და დასავლეთს შორის გამწვავებული ურთიერთობა და ღრმა უთანხმოება თვითონ ამერიკის შიგნით იმაზე, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ვაშინგტონი უკრაინას რუსეთის მიერ დაწყებულ ომში გასამარჯვებლად.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის უმჯობესია აშშ-ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენი დარჩეს – იგი ძველი ფორმირების პოლიტიკოსია“, – უპასუხა ვლადიმერ პუტინმა კითხვას, რომელი კანდიდატი იქნებოდა უკეთესი რუსეთისთვის, – „მაგრამ ჩვენ, რასაკვირველია, ვიმუშავებთ შეერთებული შტატების ნებისმიერ ლიდერთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი ენდობა”.

ვლადიმერ პუტინისგან ასეთი სიტყვები ჯო ბაიდენის იშვიათი ქებას წარმოადგენს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჯო ბაიდენი პუტინის მკაცრი კრიტიკოსია.

სხვათა შორის, ოთხშაბათს ღამით გამართულ საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ღონისძიებაზე, დონალდ ტრამპმა მოიწონა ვლადიმერ პუტინის კრიტიკა და თქვა: „პუტინი ჩემი ფანი არ არის“.

წყარო